ENG

ორგანიზაციული რისკების მართვის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

26 ნოემბერი, 2021

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციული რისკების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კაპიტალის ადეკვატურობის კონტროლი და მართვა;
  • რისკის აპეტიტის უწყისის მომზადება;
  • Pillar 3 უწყისის მომზადება;
  • ICAAP უწყისის მომზადება;
  • ეროვნული ბანკის მეთოდოლოგიითა და სხვა სპეციფიკური სცენარების მიხედვით სტრეს-ტესტების მომზადებაში ჩართულობა;
  • ლიკვიდობის პროგნოზირება და ანალიზი;
  • ბაზრის ანალიზი;
  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • მაკრო პარამეტრების მიმოხილვა;
  • ბანკის რისკების მართვის პოლიტიკისა და კონტროლის პროცესების აღწერა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსი,  საბანკო-საფინანსო მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება ფინანსური  მიმართულებით;
  • ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანალიზი, საოფისე პროგრამები - Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.  

 

პიროვნული/პროფესიული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
  • დროის მართვა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.