ENG

პორთფელური ანალიზისა და რისკების მართვის მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

18 იანვარი, 2022

აღწერა

ახალი „ლიბერთი“ - ახალი ცხოვრებისთვის!  ვაცხადებთ ვაკანსიას პორთფელური ანალიზისა და რისკების  მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მიკრო სეგმენტის საკრედიტო პორთფელის ანალიზი, რისკების მართვა და ბანკისთვის მისაღებ დონეზე შენარჩუნება;
  • მიკრო სეგმენტის საკრედიტო პორთფელის ანალიზი, არსებული რისკების დროული გამოვლენა და აღმოფხვრის გზებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება;
  • ძირითადი რისკ ინდიკატორების და ეფექტურობის ინდიკატორების დანერგვა, ლიმიტების განსაზღვრა, მისი სისტემატიური კონტროლი და ანალიზი;
  • ინდივიდუალური და პორთფელური რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა;
  • დეპარტამენტისთვის საჭირო რეპორტების წარმოება და ანალიზი;
  • პორთფელურ ანალიზთან და რისკების მართვასთან დაკავშირებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების შექმა/ცვლილებაში მონაწილეობის მიღება;
  • დამატებით იმ ფუნქციების შესრულება, რაც პორთფელური რისკების მართვასთან არის დაკავშირებული (ხელმძღვანელობის დავალებების მიხედვით).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  • კომერციულ ბანკში ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში პორთფელური რისკების მართვის ან რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ბაზებთან და BI სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

კომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შესრულების სიზუსტე და აკურატულობა;
  • პრინციპულობა და კრიტიკული აზროვნება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
  • კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ვერბალური კომუნიკაციის და გამართულად წერის უნარი.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022  წლის 18 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის  დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.