ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
ხუთდღიანი სამუშაო კვირა
ბოლო ვადა
04 იანვარი, 2019
აღწერა
ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას ავტომატური ტესტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტომატური ტესტირების სფეროში;
- ავტომატური ტესტირების სისტემების ცოდნა, სასურველია: Selenium WebDriver, Selenium RC, Coded UI, Apache JMeter;
- სასურველია Jenkins Continuous Integration სისტემის გამოყენების გამოცდილება;
- პროგრამული ენების ცოდნა: Java, C#;
- სკრიპტინგ ენები: JavaScript, HTML, CSS;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიზნეს-პროცესების და IT-სერვისების ავტომატური ტესტირება, Regression Testing, Functional Testing, Integration Testing, Smoke Testing;
- სცენარების ავტომატური Regression ტესტ-სცენარების შემუშეავება თანამედროვე მატესტირებელი ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ავტომატური ტესტირების განხორციელება Selenium WebDriver, Java და Jenkins ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ბანკში არსებული სისტემების Performance(Stress, Load) Testing ;
- ავტომატური ტესტის შედეგის ანალიზი, შეცდომების აღწერა და მონიტორინგი;
- ავტომატური ტესტების გაშვება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამდე;
- Agile გუნთან ერთად მუშაობა, პროექტის მოთხოვნების გაანალიზება, ავტომატური ტესტირების განვითარება, რეკომენდაციები, QA დოკუმენტაციის შემუშავება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2019 წლის 4 იანვრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.