ENG

შესყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

14 თებერვალი, 2022

აღწერა

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  

ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

 

სამუშაო აღწერილობა:

  • ბანკში დადგენილი პროცედურების მიხედვით შესყიდვების წარმოება;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოწოდების პირობების შეთანხმება და ფასების მონიტორინგი;
  • შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • საწყობის მენეჯერისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული შესყიდვების განხორციელება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • მიღებული მოთხოვნების დამუშავება და შესრულება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel).

 

უნარები: 

  • პუნქტუალურობა;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.