ENG

ვინდოუს სისტემების ადმინისტრატორი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

31 მარტი, 2025

აღწერა

ახალი „ლიბერთი“ - ახალი ცხოვრებისთვის!  

ვაცხადებთ ვაკანსიას ვინდოუს სისტემების ადმინისტრატორი პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა : თბილისი, სათავო ოფისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Windows Server 2012 / 2016 / 2019 / 2022 მართვის გამოცდილება (AD, GPO, ADFS, DNS, AD CA, DHCP, WSUS, File Server, KMS, RDS)
  • Exchange Server 2016 / 2019 (Hybrid Exchange) მართვის გამოცდილება
  • სასურველია Skype for Business 2015 / 2019 მართვის გამოცდილება
  • სასურველია SCCM-თან მუშაობის გამოცდილება
  • Microsoft 365 მუშაობის გამოცდილება
  • Powershell scripting საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია კომპიუტერული ქსელების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Zabbix, Nagios)
  • უპირატესობად ჩაითვლება Microsoft-ის სერტიფიკატების ქონა
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.

სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

  • უზრუნველყოს არსებული Microsoft-ის ინფრასტრუქტურული სერვისების ადმინისტრირება
  • უზრუნველყოს Micorsoft-ის სისტემების დაგეგმვა, ინსტალაცია, განახლება, კონფიგურირება, ოპტიმიზაცია
  • Microsoft-ის სისტემურ ინფრასტრუქტურაში პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
  • მიიღოს მონაწილეობა BCP/DRP დაგაგემვაში და განხორციელებაში.

 როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2025 წლის  31 მარტის  ჩათვლით

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.