ENG

ლარსის საბაჟო ს/ც მოლარე-ოპერატორი

ადგილმდებარეობა

შიდა ქართლი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

29 ივნისი, 2023

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას 24/7  საათიანი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

  ადგილმდებარეობა: ლარსის საბაჟო-გამშვები პუნტქი, ლიბერთი ბანკის ლარსის ს.ც

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია საბანკო საქმის ან ფინანსების მიმართულებით); პროფესიული განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

  • I დღე -დილის 09:00-დან მეორე დღის დილის 09:00 სთ-მდე;
  • მომდევნო ორი დღე დასვენება.

დამატებითი პირობები:

  • ანაზღაურება 1300 ლარიდან  (დარიცხული)
  • საბონუსე დანამატი - 200 ლარი(დარიცხული) და მეტი, ტრანზაქციების მიხედვით;
  • კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში (დღესასწაულები)  მუშაობის დამატებითი ანაზღაურება;
  • თანამშრომლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ბანკი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@lb.ge  2023 წლის   29 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია,, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.