ENG

პორტფელური ანალიზის და რისკების მართვის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

30 აპრილი, 2022

აღწერა

 

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  

ვაცხადებთ ვაკანსიას პორტფელური ანალიზის და რისკების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

 

ვის ვეძებთ?

ლიბერთის გუნდი ეძებს საუკეთესო პორტფელური ანალიზის და რისკების მართვის სპეციალისტს, პორტფელური რისკების მართვის განყოფილებაში. მისი ფუნქცია იქნება ბანკის საკრედიტო პორტფელის ზედამხედველობა, მონაცემთა ანალიზი და სხვადასხვა ტენდენციების იდენტიფიკაციით წვლილის შეტანა ბანკის რისკების, სტრატეგიის და მომგებიანობის მართვაში.

თუ ხართ დაინტერესებული უყუროთ საბანკო საქმეს დიდ სურათში, მოახდინოთ რისკების შეჯამება და საერთო პროფილით დანახვა, გახდეთ წევრი გუნდისა, რომლის მამოძრავებელი ძალაა ბანკის გრძელვადიანი განვითარების მისია,  მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

ვაკანსიისათვის სავარაუდო საჭირო პროფილი ექნებათ რეპორტინგის, საკრედიტო ან ფინანსური რისკების მენეჯერებს მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.

 

რას მიიღებთ ჩვენთან:

  • განავითაროთ საკრედიტო ანალიზის უმნიშვნელოვანესი ფუნქციები საქართველოში, ერთადერთ ბანკში სადაც არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით დანერგილი რისკების მართვის ჩარჩო კორპორაციული მართვის მოდელში;
  • იყოთ საუკეთესო სამუშაო კულტურის მქონე შეთამაშებული გუნდის წევრი;
  • მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ კარიერულ ზრდაში და შეიქმნათ პლატფორმა, რომელიც გაძლევთ კარიერის მრავალი მიმართულების არჩევისთვის მოქნილ  წერტილს;
  • იქონიოთ საშუალება მიიღოთ მსოფლიო დონის ექპერტიზა საკრედიტო რისკებში, სხვადასხვა ლიტერატურის და ტექნიკური ტრეინინგების ხელშეწყობით.

 

რას მოველით თქვენგან:

  • ბანკის მონაცემთა ბაზების საცავიდან სტრუქტურირებული ინფორმაციის ამოღება და ანალიზი;
  • ზუსტი და დროული ფინანსური / საკრედიტო ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
  • მენეჯერული რეპორტინგის გამართვა და ავტომატიზაცია;
  • მონაცემთა ხარისხის ტესტირება და ანალიზი;
  • ბანკის საკრედიტო და პორტფელური რისკების ანალიზი;
  • რისკის მინიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
  • სტატისტიკური ანგარიშგებების შემოწმება და ინტერპრეტაცია;
  • ფინანსური ანგარიშგების, ძირითადი რისკის ინდიკატორების, covenant-ების ანალიზი და პროგნოზი;

 

რა ექსპერტიზა დაგჭირდებათ:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის/სტატისტიკის მიმართულებით;
  • მონაცემთა სისტემატიზაციის და ანალიზის სიღრმისეული ცოდნა;
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია SQL, Power BI;

 

რა უნარები დაგჭირდებათ:

  • ტექნიკურ-მათემატიკური, რისკებზე დამყარებული ალბათობებით აზროვნება;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • საკუთარ  განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2022 წლის 30 აპრილის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.