ENG

უმცროსი პროდუქტის მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

01 აპრილი, 2022

აღწერა

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  

ვაცხადებთ ვაკანსიას უმცროსი პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, დისტანციური არხების, ბარათების განვითარების და ლოიალურობის დეპარტამენტი.

 

ძირითადი მოვალეობები:              

  • ადგილობრივი პროდუქტების, მომხმარებლების და ტენდენციების კვლევა, შედეგების ანალიზი;
  • კვლევის შედეგების მიხედვით ახალი პროდუქტების შექმნის ინიცირება;
  • ბაზრებისა და სამომხმარებლო სეგმენტის ანალიზის საფუძველზე არსებულ პორთფელთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა;
  • ბიზნესის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე პროდუქტების განვითარების სტრატეგიის შექმნა;
  • დამტკიცებული ახალი პროდუქტის/ების შექმნა შესაბამისი პროცედურის/პროცესის დაცვით;
  • პროდუქტების განვითარების ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
  • პროექტის კონტროლი მისი იმპლემენტაციის (დეველოპმენტის) ფაზაზე.

                                                                                   

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    

  • პროექტის გეგმის შემუშავების ცოდნა და გამოცდილება;
  • პრეზენტაციის შემუშავების და წარდგენის გამოცდილება;
  • ბაზრის კვლევის და ანალიზის მეთოდების ცოდნა;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია UI/UX ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.                                       

                                                                       

პიროვნული უნარ-ჩვევები:                                 

  • გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • მართვის ტექნიკების და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • ბიზნეს საჭიროებების გაგების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.                                     

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.