ENG

AML ოფიცერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

04 აპრილი, 2022

აღწერა

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  

ვაცხადებთ ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა:  სათაო ოფისი, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დეპარტამენტი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება,  რისკის შეფასება, თანხმობა ან უარყოფა საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე;
  • ბანკის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის  პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი;
  • მაღალი და საშუალო რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
  • Filtering სისტემის სრული მართვა (მათ შორის სიების განახლება, შიდა სიების შექმნა და სხვა ყველა ქმედება დაკავშირებული Filtering-თან);
  • ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირება და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიება.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  პრაქტიკული გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS. EXCEL- ის მაღალ დონეზე, SQL -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა (სასურველია).

 

 

უნარები-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სხარტი აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2022 წლის 4 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.