ENG

მონიტორინგისა და მხარდაჭერის სადღეღამისო სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

10 იანვარი, 2025

აღწერა

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  

ვაცხადებთ ვაკანსიას  მონიტორინგისა და მხარდაჭერის სადღეღამისო სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

 

მოვალეობები:  

  • უზრუნველყოს სატელეფონო ზარით შემოსული IT ინციდენტის რეგისტრაცია, მოოგვარება,ესკალირება,
  • უზრუნველყოს IT ინციდენტებისა და მოთხოვნების  მოდულის მონიტორინგი;
  • მოახდინოს  დაფიქსირებულ კრიტიკულ ალერტებზე რეაგირება,
  • უზრუნველყოს ბანკომატების ონლაინ მონიტორინგი არასამუშაო დღეებში / საათებში;
  • უზრუნველყოს საჭირო საბანკო პროგრამის დღის გახსნა / დახურვის პროცედურის შესრულება;
  • უზრუნველყოს IT სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლების  კონსულტაცია; 

პროფესიული უნარები:

  • პოზიცია გულისხმობს, სამუშაო ადგილზე, პროფესიული უნარების გამომუშავებას, კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობას.

სასურველია:

  • იცოდე სატელეფონო კომუნიკაციის სტანდარტები;
  • ერკვეოდე და გაინტერესებდეს ტექნოლოგიური სფერო;
  • იცოდე საბანკო პროდუქტები და პროცედურები;

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნება;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.