ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
არასტანდარტული
ბოლო ვადა
08 მარტი, 2024
აღწერა
ლიბერთი ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას დაიწყოთ კარიერა ფინანსურ სექტორში და განვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით. გადადგი კარიერული ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად, გაიარე ტრენინგები, ისწავლე და დასაქმდი ჩვენთან. გიზიარებთ ვაკანსიას - 24/7 მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, სადაც შეგიძლია დასაქმდე გამოცდილების გარეშე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილოს გაფორმების ეკონომიკური ზონა, ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი
ფუნქციები:
- ვალუტის გაცვლითი ოპერაციები;
- ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
- სხვა საბანკო ოპერაციები;
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი 10:00 დან 18:00 მდე
- შაბათი 10:00 დან 15:00 მდე
დამატებითი პირობები:
- ანაზღაურება 680 ლარი + ბონუსი 150 ლარი და მეტი, გამომუშავების მიხედვით
- კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში (დღესასწაულები) მუშაობის დამატებითი ანაზღაურება;
თანამშრომლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ბანკი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@lb.ge 2024 წლის 8 მარტის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.