ENG

ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

20 მარტი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ  ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • ფლობ ცოდნას ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების, ინდუსტრიაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების შესახებ;
  • ფლობ ცოდნას საქართველოს იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც საბანკო სექტორში ინფორმაციულ უსაფრთხოებას არეგულირებს;
  • გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ფლობ ინგლისურ ენას B2 დონეზე;
  • ფლობ საერთაშორისო სერტიფიკატს ჩაითველბა უპირატესად(მაგ., ISO/IEC 27001:2022 Lead Implemente,  CISSP, CISM, Security+).

რისი შესრულება იქნება შენი გამოწვევა?

  • ინფორმაციული აქტივის მფლობელთან ერთად ინფორმაციული აქტივებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება;
  • მაკორექტირებელი და მაკომპენსირებელი ქმედებების შემუშავება და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • მესამე პირების ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ინფორმაციულო უსაფრხოების ინციდენტების დაიდენტიფიცირება/ანალიზი;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე შესაბამისი რეაგირება/ქმედება, ინციდენტების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დაცვით.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ესკალირება და/ან ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი(საქართველოს ეროვნული ბანკი,ციფრული მმართველობის სააგენტო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო, მასტერქარდის და ვიზას მოთხოვნილი PCI DSS სტანდარტი, კომპანია SWIFT-ის უსაფრთხოების სტანდარტი, ა.შ.);
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგ პროგრამების შემუშავება;
  • თანამონაწილეობა ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე პრაქტიკების მოძიებასა და დანერგვის პროცესში;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, პერიოდული გადახედვა და განახლება საუკეთესო პრაქტიკებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 20 მარტის ჩათვლით.მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.