ENG

ტეკნიკური მხარდაჭერის უფროსი სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

28 თებერვალი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ტეკნიკური მხარდაჭერის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

მოვალეობები:

  • ორგანიზაციაში IT საკითხების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;
  • შემოსულ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, სხვა განყოფილების ჩართვის საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების (ჰარდვეარის ნაწილი) გამოკვლევა და დაზიანების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება/შესაბამისი დრაივერის მოძიება;
  • დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
  • ორგანიზაციის ფილიალებში ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის მხარდაჭერა;

პროფესიული უნარები:

  • · სასურველია, უმაღლესი განათლება;
  • · გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • · ქსელის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
  • · Windows Server, Active Directory, Domain Controller_თან მუშაობის გამოცდილება
  • · სერვერებთან (AD, Exchange, File servers) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • · Scripting , Bashing , Automatization მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

  • · ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • · გუნდური მუშაობის უნარი;
  • · მუდმივი მზაობა დახმარებისთვის.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.