ENG

საოპერაციო რისკების ოფიცერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

20 ივლისი, 2022

აღწერა

 

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის! 

ვაცხადებთ  ვაკანსიას საოპერაციო რისკების ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი/რეგიონები (სამივლინებო პოზიცია)  საოპერაციო რისკების დეპარტამენტი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ანალიტიკური რეპორტების დამუშავება;
  • ბანკის სტრუქურული ერთეულების ადგილზე/დისტანციური შემოწმება;
  • შემოწმების შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • რისკების მინიმიზაციისთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია - ტექნიკური მიმართულებით;
  • MS Word & MS Excel  მაღალ დონეზე ფლობა;
  • საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების, ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება საბანკო სფეროში სამუშაო გამოცდილებას - მინიმუმ 2 წელი;
  • საბანკო პროდუქტების და პროცესების  ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • აქტიურობა, სისხარტე, ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ზრუნვა და სამუშაო მოტივაცია;
  • მტკიცე ხასიათი და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.


 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2022 წლის 20 ივლისის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.