ENG

IT უსაფრთხოების ინჟინერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

06 აგვისტო, 2022

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას: IT უსაფრთხოების ინჟინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი. 

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • უსაფრთხოების ახალი ხელსაწყოების/სისტემების დანერგვა;
  • ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ანალიზი, გაუმჯობესებების იდენტიფიცირება და დანერგვა/დანერგვის მონიტორინგი;
  • უსაფრთხოების სისტემების (SIEM, WAF, EDR, Endpoint Protection) მართვა, საეჭვო შემთხვევების მონიტორინგი, რეაგირება და გამომწვევი მიზეზის ანალიზი;
  • უსაფრთხოების კონტროლების მონიტორინგი, არსებული კონტროლების გაუმჯობესება, ახალი კონტროლების შემუშავება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება;
  • სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება ინფორმაციულ/კიბერ უსაფრთოების ან 3-წლიანი IT სფეროში;
  • უსაფრთხოების სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • პრობლემის გამოკვლევისა და ანალიზის უნარი;
  • ინგლისური ენის საშუალოზე/მაღალ დონეზე ცოდნა.

 

 უნარები:

  • წერითი და სიტყვიერი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალობა;
  • კომუნიკაბელობა;
  • ინიციატივა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ანაზღაურება: გამოცდილებისა და ცოდნის შესაბამისად.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 6 აგვისტოს  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.