ENG

სწრაფი ფულადი გზავნილების (ღამის ცვლა) სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

12 დეკემბერი, 2022

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას სწრაფი ფულადი გზავნილების (ღამის ცვლა) სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, გლობალური საბანკო საქმიანობის დეპარტამენტი

 

   ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს მაქსიმალურად მოკლე დროში თითოეულ ფილიალში/სერვის ცენტრში არსებული სწრაფი ფულადი გზავნილებით მოსარგებლე კლიენტის მომსახურება;
  • უზრუნველყოს თითოეული მოთხოვნის გადამოწმება კონკრეტული პროვაიდერის სისტემაში, თითოეული   კლიენტისა და გზავნილის მონაცემების იდენტიფიცირება (სახელი/გვარი/თანხა/ვალუტა) და ფილიალის/სერვის ცენტრის მოთხოვნაზე სათანადო პასუხის მიწერა მაქსიმალურად მოკლე დროში.

 

   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების რუსული, ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა.

  

 უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალური განაწილების უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

 

როგორ მოგვმართოთ:

თუ თვლით, რომ ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, 2022 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.