ENG

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

19 ოქტომბერი, 2026

აღწერა

ბაზისბანკ ჯგფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს  - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.

ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ფინანსური ანალიზისა და ფინანსურ მონაცემთა მართვის განყოფილება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ყოველთვიური ანალიზი, მათ შორის მომგებიანობის, ეფექტიანობისა და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური ინდიკატორების შეფასება;
  • MBR (Monthly Business Review) პრეზენტაციისთვის საჭირო ფაილების/მონაცემების მომზადება, გაანალიზება.
  • მომგებიანობის სხვადასხვა მაჩვენებლების ანალიზი სეგმენტების, პროდუქტებისა და კლიენტების ჭრილში.
  • ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად ფინანსური მოდელების შექმნა და არსებული მოდელების განახლება/გაუმჯობესება;
  • შექმნილი ფინანსური მოდელების და ანალიზის შედეგების შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან წარდგენა;
  • ფინანსური მონაცემების საფუძველზე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიგნებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში;
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ცოდნა.
  • სასურველია მონაცემების ანალიზისა და ფინანსური მოდელების შექმნის გამოცდილება;
  • საბანკო/ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • Power BI/SQL - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი კომპეტენციები:

  • ანალიტიკური აზროვნება — ფინანსური მონაცემების დამუშავებისა და ძირითადი მიგნებების იდენტიფიცირების უნარი;
  • ფინანსური ანალიზი — მომგებიანობის, ეფექტიანობისა და სხვა ფინანსური მაჩვენებლების გაანალიზების უნარი;
  • ფინანსური მოდელირება — ფინანსური მოდელების შექმნის, განახლებისა და განვითარების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა — მონაცემებისა და ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი — მონაცემებსა და ბიზნეს საჭიროებებზე დაფუძნებული ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • პრეზენტირების უნარი— ანალიზის შედეგების მკაფიოდ და სტრუქტურირებულად წარდგენა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან;
  • დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა — რამდენიმე პარალელურ ამოცანაზე ეფექტურად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.