ENG

უფროსი საინვესტიციო ბანკირი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

24 მარტი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საბროკერო განყოფილებაში, უფროსი საინვესტიციო ბანკირის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობლიგაციების ემისიების (ლოკალური და საერთაშორისო) სრულ პროცესში მონაწილეობა;
  • სესხის კაპიტალის ბაზრის (Debt Capital Markets) ტრანზაქციების სტრუქტურირებისა და ფასის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა;
  • ფინანსური მოდელების მომზადება (DSCR, leverage ratios, cash flow projections და სხვა);
  • კოვენანტების მონიტორინგი და ანალიზი;
  • ბაზრის ანალიზი და ინვესტორთა ბაზის გაფართოება;
  • საინვესტიციო მემორანდუმების, ტიზერებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  • კლიენტებთან, იურისტებთან, აუდიტორებთან და ინვესტორებთან კოორდინაცია;
  • მოლაპარაკებების წარმართვა და ტრანზაქციის დახურვის პროცესის მონიტორინგი;
  • შიდა საკრედიტო და რისკის კომიტეტებისთვის მასალების მომზადება,  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
  • 3–5 წლიანი გამოცდილება საინვესტიციო ბანკინგის, კორპორატიული ბანკინგის ან კაპიტალის ბაზრის მიმართულებით;
  • გამოცდილება ობლიგაციების ემისიასა და სტრუქტურირებული ფინანსირების სფეროში;
  • ფინანსური მოდელირების, IFRS-ისა და ფინანსური ანგარიშგების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უპირატესად ჩაითვლება CFA / ACCA ან შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია და საერთაშორისო DCM ტრანზაქციებში გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტირების უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 24 მარტის ჩათვლით.მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.