ENG

Angular დეველოპერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

30 ივნისი, 2025

აღწერა

IT მიმართულებაში ვეძებთ მოტივირებულ თანაგუნდელს Angular დეველოპერის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები: 

  • ხარისხიანი და ტესტირებადი კოდის დაწერა დეველოპმენტის საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით;
  • ახალი ამოცანებისა და არსებული სისტემების განვითარების ანალიზში ჩართვა, სამუშაოს მოცულობის შეფასება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • დანერგვებში მონაწილეობა, ტექნიკური კონსულტაციების გაწევა, უშუალოდ go-live დროს (ასევე ვერსიების/ბილდების განახლებისას) მხარდაჭერა;
  • ტექნიკურ არქიტექტორებთან / არქიტექტორების გუნდთან ურთიერთობა და შემოთავაზებული არქიტექტურის განხორციელება, შესრულება და დაცვა;
  • სხვადასხვა კოდის გარჩევა და ანალიზი, შესაბამისი აზრის გამოთქმა საჭიროების მიხედვით;
  • საკითხების დროულად შესრულება, ტესტირება და მუშაობის უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • Angular Ivy;
  • Typescript/Javascript;
  • RxJS;
  • HTML 5;
  • CSS3 (Sass/Less);
  • Version Control – Git;
  • სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები 

  • პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა/ზრუნვა; 
  • პასუხისმგებლობის უნარი; 
  • რამდენიმე ამოცანის / პროექტის ერთდროულად განხორციელების უნარი. 
  • კონფიდენციალურობის დაცვა; 
  • დამოუკიდებელი მუშაობისა და გუნდში ჩართვის უნარი. 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.