ENG

საოპერაციო მენეჯერი

ადგილმდებარეობა

კახეთი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

12 მაისი, 2023

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის  პოზიციაზე.

  ადგილმდებარეობა - ლაგოდეხი

ძირითადი მოვალეობები:

  • პერსონალური საბანკო მომსახურების და კორპორატიული დეპარტამენტის კლიენტების სრულფასოვანი მომსახურების კოორდინაცია და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • პერსონალის მიერ შესრულებული ოპერაციების პროგრამული დადასტურება;
  • საინკასაციო ჯგუფისგან სამუშაოს დაწყებისას თანხის მიღება  და სალაროს ნაშთის დაბრუნება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ანგარიშზე ოპერაციების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება, სასურველია საბანკო საქმის და ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშოა გამოცდილება. აქედან მინიმუმ 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • კომპიუტერული/საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თვისუფლად კომუნიკაცია, წერა).

პიროვნული უნარები:

  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • წერითი და ვერბალური ეფექტური კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lb.ge  2023 წლის 12 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.