ENG

ვადაგადაცილებული აქტივების მართვის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

25 ნოემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ვადაგადაცილებული აქტივების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი, საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ანგარიშგების წარმოება სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით;
  • დაწესებული გეგმების შესრულება;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა, ხარისხის გაუმჯობესება, მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მქონე კლიენტების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება;
  • ვადაგადაცილებული საკრედტო ვალდებულებების დაფარვის მოთხოვნა;
  • ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების მქონე კლიენტების ანგარიშების მონიტორინგი;
  • ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია;
  • საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენთიფიცირება;
  • საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი;
  • საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება;
  • უიმედო და თაღლითი კლიენტების იდენთიფიცირება, მართვა და შესაბამისი წინადადების ფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისური/და რუსული) ცოდნა.     

პიროვნული/პროფესიული უნარები:

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.