ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
07 მაისი, 2025
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია შესაბამისი უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე;
- მინიმუმ მე-3 თანრიგის ელექტრიკოსის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ინიცირებული ელექტროობის პრობლემებზე დროული რეაგირება და შესაბამისი პირების/კონტრაქტორების ჩართვა პრობლემის აღმოსაფხვრელად;
- კონტრაქტორების მიერ შესრულებული ელექტროსამუშაოების მონიტორინგი;
- მაღალი და დაბალი ძაბვის უჯრედებისა და გამანაწილებელი ფარების პერიოდული შემოწმება და გასაღებების გაცემა-დაბრუნების აღრიცხვის წარმოება;
- ელექტროუსაფრთხოებისა და ენერგოიზოლაციის წესების დაცვის მონიტორინგი;
- განწესის/დაშვების განკარგულების წარმოება;
- კონტრაქტორი ელექტრიკოსების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების/სწორად გამოყენების მონიტოგინგი;
- სათავო ოფისის პერიოდული ინსპექტირება ელექტროუსაფრთხოების დარღვევების იდენტიფიკაციის მიზნით;
- მონაწილეობის მიღება ავარიის იდენტიფიკაციასა და ლიკვიდაციაში;
- საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებში ჩართვა ელექტროუსაფრთხოების კუთხით;
- შრომის უსაფრთხოების მომსახურე კომპანიასთან კოორდინაცია.
- ელექტროობასთან დაკავშირებული შიდა კანონმდებლობისა და რეგლამენტების მოთხოვნების ანალიზი.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული, კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.