ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
07 ოქტომბერი, 2025
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას მიკრო საკრედიტო მიმართულების უმცროსი ტრენერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ.N14, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიზნესის საჭიროებების ანალიზი და მათზე დაყრდნობით ეფექტური სასწავლო პროგრამების შექმნა;
- სამუშაო პროცესის თვალყურის დევნება (On the Job ვიზიტები) ბიზნესის საჭიროებების უკეთ გასაგებად;
- დასატრენინგებელი თანამშრომლების კომპეტენციის გასაზრდელად გამოწვევების შეფასება და შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვა;
- სწავლების სრული ორგანიზება (ადმინისტრირება, გარემოს მოწყობა, ტექნიკური მხარდაჭერა) და დეტალური აქტივობების კალენდრის მომზადება;
- ტრენინგების, ტესტირებების, ვებინარებისა ან/და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
- თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით მონაწილეების მოტივაცია, ჯგუფის დინამიკის ეფექტური მართვა და კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფა;
- დასრულებული ტრენინგების შედეგების და საერთო შეფასების ანგარიშის მომზადება და სატრენინგო პროცესის ადმინისტრირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პრეზენტაბელურობა;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურობა.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2025 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.