ENG

IT სისტემური ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

31 იანვარი, 2025

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვისაცხადებს ვაკანსიას ციფრული ბანკინგის განვითარების დეპარტამენტში  IT სისტემური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

    ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

  • დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნის / პროექტების / დავალების ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის / აღწერილობის (მათ შორის ტექნიკური და დიაგრამების) მომზადება ან/და რეკომენდაციის მიწოდება;
  • ბიზნეს სტრუქტურებთან მუდმივი კომუნიკაცია, დავალების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა ბანკში დადგენილი საკომუნიკაციო არხების მიხედვით;
  • ბიზნეს ამოცანის დაპროექტება როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;
  • გაანალიზება და დააპროექტება სისტემებს შორის ინტეგრაციების;
  • ბიზნეს სტრუქტურებთან შეხვედრების ინიცირება, დასწრება და შეხვედრაზე გავლილი დეტალების (მათ შორის დასმული IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის) განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ან/და არსებულ დავალებაში ცვლილებების შეტანა;
  • შემუშავებული ან/და გაანალიზებული ბიზნეს დავალების ჩამოყალიბება ტექნიკურ დავალებად;
  • სისტემის დანერგვის/განახლების პროცესის მართვა, გეგმის შედგენა.
  • დეველოპმენტის ანალიტიკური მხარდაჭერა;
  • ტესტირების მხარდაჭერა და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;

    პროფესიული და პიროვნული უნარები:
  • გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული, ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მონაცემთა რთული ნაკრების ანალიზი, პრობლემების ანალიტიკური მიდგომისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ან სისტემის ანალიტიკოსის/ გადაწყვეტილებების არქიტექტორის 2 წლიანი გამოცდილება
  • ბიზნეს პროცესების აღწერის გამოცდილება;
  • Jira-ში და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის  გამოცდილება;
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
  • მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
  • ბიზნეს პროცესების, მონაცემების მიმოცვლისა და სისტემის არქიტექტურის მოდელირების ძირითადი პრინციპების, ხელსაწყოების ცოდნა( Drow.io, Miro,UML, ERD, BPMN, Flowchart);
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.