ადგილმდებარეობა
სხვადასხვა
სამუშაო საათები
ბოლო ვადა
07 იანვარი, 2025
აღწერა
თუ გსურს საბანკო სფეროში გამოცდილების მიღება და განვითარება, მაშინ შემოგვიერთდი.
ლიბერთიში ვეძებთ ურთიერთობის მენეჯერს.
ადგილმდებარეობა:
კახეთი - წნორი, საგარეჯო.
იმერეთი - ვანი, თერჯოლა, ქუთაისი, ხარაგაული.
შიდა ქართლი - დუშეთი.
აჭარა - ქობულეთი, ხელვაჩაური
სამეგრელო -გურია - ზუგდიდი, მარტვილი, აბაშა, წალენჯიხა.
ქვემო ქართლი - რუსთავი.
ძირითადი ფუნქციები:
- არსებული კლიენტების აქტივაცია, ასევე ახალი კლიენტების მოზიდვა;
- პორთფელში არსებული კლიენტების მონაცემთა ბაზის წარმოება და პერიოდული განახლება;
- პროდუქტის არ მქონე სახელფასო კლიენტებისათვის პროდუქტების შეთავაზება. (საკრედიტო,სადეპოზიტო, სატარიფო პაკეტი,IB/MB)
- დაინტერესებულ მომხმარებლებზე სესხის გაცემა და დეპოზიტის გახსნა.
- სახელფასო კლიენტებთან პრეზენტაციების ჩატარება ბანკის პროდუქტებზე;
- პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება - სასურველია მომსახურების ან საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
- კარგად წერის და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@lb.ge 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.