ENG

რისკების ანალიზის განყოფილების უფროსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

11 თებერვალი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საშუალო და კორპორატიული სესხების საკრედიტო რისკების ანალიზის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის საშუალო და კორპორატიული სესხების საკრედიტო რისკების მართვის პროცესში მონაწილეობა;
  • საშუალო და კორპორატიულ კლიენტებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკების შეფასება, იდენტიფიცირებული რისკების მიტიგაციის გზების განსაზღვრა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ბანკის საკრედიტო კომიტეტის სტრუქტურისა და უფლებამოსილებების ფარგლებში:
    • საკრედიტო პროექტების განხილვის პროცესის მართვა;
    • გადაწყვეტილებების მიღება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
    • საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენი საკითხების რისკების ანალიზი და დასკვნის შემუშავება;
  • საკრედიტო მეთოდოლოგიების და პროცედურების შექმნასა და განახლებაში მონაწილეობა;
  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი:
    • მიმდინარე პორტფელის მუდმივი კონტროლი;
    • რისკის ინდიკატორების და მოსალოდნელი ზარალების მართვა;
  • რეგულატორთან ურთიერთობა:
    • საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საზედამხედველო ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
    • ზედამხედველთან, გარე და შიდა აუდიტორებთან კომუნიკაცია;
  • გუნდის მართვა:
    • თანამშრომლების ფუნქციებისა და როლების ეფექტურად გადანაწილება;
    • მიმდინარე საკითხების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
    • დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარების და მოტივაციის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება - საბანკო სექტორში, საკრედიტო რისკების ან ფინანსური ანალიზის მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციაზე;
  • კორპორატიული და საშუალო ბიზნესის სეგმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება საქართველოს ეროვნულ ბანკთან და აუდიტორულ კომპანიებთან;
  • საბანკო საზედამხედველო სტანდარდების და რეგულაციების ცოდნა;
  • IFRS სტანდარტის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Microsoft საოფისე პროგრამების  ცოდნა.
  • სასურველია აკადემიური ხარისხი და სერტიფიკატები - მაგისტრის ხარისხი, FRM, CFA.

უნარები:

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
  • ლიდერული უნარები — გუნდის მართვა, მოტივაცია, უკუკავშირის მიცემა და განვითარების მხარდაჭერა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 11 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.