ENG

VoIP სისტემების ადმინისტრატორი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 ივლისი, 2025

აღწერა

ახალი „ლიბერთი“ - ახალი ცხოვრებისთვის!   IT ოპერაციების დეპარტამენტში, ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს  VoIP სისტემების ადმინისტრატორ პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა : თბილისი, სათავო ოფისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება  VoIP სისტემებთან მუშაობაში ;
  • Cisco Call Manager ცოდნა;
  • Asterisk ან FreePBX სისტემების ცოდნა;
  •  SIP, RTP, SDP, MGCP, SCCP, H.323 პროტოკოლის ცოდნა;
  • ზარის ჩამწერი სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ქსელის ძირითადი პროტოკოლების და პრინციპების  ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP, VLAN, NAT, QoS,Routing, ACL);

სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:    

  • VoIP სისტემების ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის კონფიგურაცია, ინსტალაცია და ფუქნციონირება.
  • VoIP სისტემების მონიტორინგი, ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, მისი ოპტიმალური მუშაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
  • თანამშრომლობა სხვა IT პროფესიონალებთან VoIP სისტემების საჭირო საბანკო აპლიკაციებთან ინტეგრირებისთვის.
  • VoIP სისტემების დოკუმენტაციის განახლება და მოწესრიგება, კონფიგურაციისა და სერვის კატალოგების ჩათვლით.
  • პროგრამული განახლებების პროცესში მონაწილეობა, მონაცემთა მთლიანობისა და სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
  • ინდუსტრიის ტენდენციებსა და VoIP სისტემებთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიების გაცნობა/გუნდის წევრებთან გაზიარება.

პროფესიული და პიროვნული უნარები

  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები;
  • მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის უნარი;
  • მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივების გამოჩენა სიახლეების დანერგვის კუთხით;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.