ENG

უმცროსი ბიზნეს პროექტების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

ბოლო ვადა

05 მარტი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ბარათებისა და გადახდების დეპარტამენტში უმცროსი ბიზნეს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

  • საბარათე პროდუქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან და წესებთან დაკავშირებით;
  • საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული პროცესების შესაბამისობაში მოყვანა (ეროვნული ბანკი, საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები);
  • საერთაშორისო საგადახდო სისტემების სიახლეების გაცნობა და განახლებების მონიტორინგი;
  • საბარათე პროდუქტების დანერგვის პროცესში საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებში პროცესის უზრუნველყოფა და სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბანკო სფეროში მუშაობის მინ.2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ბარათების და გადახდების მიმართულებით)
  • ინგლისური ენის ცოდნა B2-C1 დონეზე;
  • რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 5 მარტის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელებარომელზეც შემოგაქვთშეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე 

https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge

 მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.