ENG

Back End დეველოპერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

30 აპრილი, 2025

აღწერა

ახალი „ლიბერთი“ - ახალი ცხოვრებისთვის!  ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს  IT მიმართულებაში  Back End დეველოპერი პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი  

ძირითადი მოვალეობები: 

  • უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპლექსური პროგრამების შექმნა, განვითარება და მხარდაჭერა როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად; 
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების გამოყენებით ხარისხიანი კოდის წერა; 
  • ახალი და არსებული სისტემების განვითარების ანალიზში ჩართვა; 
  • აქტიური მონაწილეობის მიღება როგორც პროექტის ან/და მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას, ასევე კოდის განხილვის პროცესში; 
  • საკითხების დროულად შესრულება, შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • 3+ წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში;
  • სისტემური (ინჟინრული) აზროვნება, enterprise integration pattern-ების ცოდნა, სინქრონული და ასინქრონული ინტეგრაციის სცენარების რეალიზაციის უნარი. Clean architecture მიდგომების ცოდნა.
  • საბაზო პროგრამული ალგორითმების ცოდნა. ინფორმატიკის (computer science) სრული კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft ტექნოლოგიებთან (.NET Core, Web API, Background Task / Worker Service) მუშაობის პროფესიონალური გამოცდილება; 
  • C# მაღალ დონეზე ცოდნა, "სორს-კონტროლთან" (GIT) მუშაობის გამოცდილება; 
  • SQL მაღალ დონეზე ცოდნა. MS SQL და Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • Rabbit MQ Messaging სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
  • No-SQL ბაზებთან (Mongo) / საძიებო ინდექსებთან (Elastic) / In-memory Data Store (Redis) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • *** Alta LMS / LAPI პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება ექსკლუზიურ უპირატესობად;

პიროვნული უნარები 

  • პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა; 
  • პასუხისმგებლობის უნარი; 
  • ანალიზის უნარი. 
  • კონფიდენციალურობის დაცვა; 
  • დამოუკიდებელი მუშაობისა და გუნდში ჩართვის უნარი;
  • მენტორინგის უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.