ENG

უფროსი Back End დეველოპერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

28 თებერვალი, 2026

აღწერა

ახალი „ლიბერთი“ - ახალი ცხოვრებისთვის!  ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს  IT მიმართულებაში უფროსი Back End დეველოპერი პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი  ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა;
  • სისტემური ანალიზი და პროგრამული არქიტექტურის შემუშავება; 
  • პროექტთან დაკავშირებული source კონტროლის, კონფიგურაციების, CI/CD pipeline-ების მართვა; 
  • Agile პროცესებში აქტიური მონაწილეობა: სამუშაოების დაგეგმვა და შეფასება, კოდის რევიუ, რეტროსპექტივები, დემოები და რელიზების მართვა;
  • გუნდის წევრებისთვის ტექნიკური კონსულტაციების გაწევა და ცოდნის გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება Microsoft ეკოსისტემაში:
    C#, .NET, Visual Studio, ASP.NET Web API, ADO.NET, Entity Framework , სხვა;
  • საბაზო ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების კარგი ცოდნა;
  • სისტემური აზროვნება, Clean Architecture მიდგომების და Enterprise Architecture შაბლონების  ცოდნა;
  • Distributed Systems /Microservices, Domain Driven Design (DDD) კონცეპციების საფუძვლიანი ცოდნა;
  • Event Sourcing და CQRS-ის გამოყენების გამოცდილება. Alta B7 Framework-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება ექსკლუზიურ უპირატესობად;
  • Git, Azure DevOps, Build & Deployment Automation ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • T-SQL-ის ცოდნა და Microsoft SQL Server-თან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • RabbitMQ-ს პროფესიული გამოყენების გამოცდილება.
  • NoSQL (Mongo, Elastic), In-memory Data Store (Redis), Binary Storage (Minio/Amazon S3) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები 

  • პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა; 
  • პასუხისმგებლობის უნარი; 
  • ანალიზის უნარი. 
  • კონფიდენციალურობის დაცვა; 
  • დამოუკიდებელი მუშაობისა და გუნდში ჩართვის უნარი;
  • მენტორინგის უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2026 წლის  28 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.