ENG

მონაცემთა ცენტრის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ინჟინერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

31 მაისი, 2026

აღწერა

IT ოპერაციების დეპარტამენტში ვეძებთ მოტივირებულ თანაგუნდელს მონაცემთა ცენტრის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ინჟინერის პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა : თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები

  • მონაცემთა ცენტრში IT ინფრასტრუქტურის ფიზიკურ სამუშაოებში მონაწილეობა;
  • მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
  • ინფრასტრუქტურულ ინციდენტებზე და ტექნიკურ მოთხოვნებზე რეაგირება;
  • სერვერების, ქსელური და სხვა IT მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი;
  • კაბელური და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ორგანიზება და მართვა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის და ინვენტარიზაციის წარმოება;
  • შიდა IT გუნდებთან და კონტრაქტორებთან კოორდინაცია;
  • IT შესყიდვების და სათადარიგო ნაწილების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • CompTIA A+ სტანდარტის შესაბამისი ტექნიკური ცოდნა;
  • OSI Model Layer 1 და Layer 2 პრინციპების ცოდნა;
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • ანალიზის უნარი და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.

ჩაითვლება უპირატესობად

  • Data Center გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • Ticketing სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • CompTIA A+ და სხვა შესაბამისი ტექნიკური სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • Linux/Windows გარემოს საბაზისო ცოდნა;
  • TCP/IP, DNS, DHCP ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
  • კაბელური და ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოწყობის გამოცდილება.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის31 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "su bject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.