ENG

SME ბიზნეს მრჩეველი - თბილისი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

13 ივლისი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ბიზნეს მრჩეველის  (საკრედიტო ექსპერტი) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი 
ისანი-სამგრორის რეგიონი (ვარკეთილის ს/ც, ლილოს ს/ც)
გლდანი-დიდუბის რეგიონი
ვაკე-საბურთალოს რეგიონი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური ბიზნეს კლიენტების მოზიდვა;
  • კლიენტისთვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
  • ბიზნეს პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება, საკრედიტო რისკების და კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასება;
  • საკრედიტო განაცხადის დამუშავება, რეზიუმეს მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • დადგენილი გეგმის შესრულება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბიზნესს სესხების მიმართულებით.

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონსულტაციის გაწევის, მოლაპარაკების და კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

 

 

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა  და  გამოცდილების შესაბამისად.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lb.ge 2024 წლის 13 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.