ადგილმდებარეობა
შიდა ქართლი
სამუშაო საათები
ბოლო ვადა
28 ოქტომბერი, 2024
აღწერა
ლიბერთი ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას დაიწყოთ კარიერა ფინანსურ სექტორში და განვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით. გადადგი კარიერული ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად, გაიარე ტრენინგები, ისწავლე და დასაქმდი ჩვენთან. გიზიარებთ ვაკანსიას - 24/7 მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, სადაც შეგიძლია დასაქმდე გამოცდილების გარეშე.
ადგილმდებარეობა: ლარსის საბაჟო-გამშვები პუნტქი, ლიბერთი ბანკის ლარსის სერვის ცენტრი
ფუნქციები:
- ვალუტის გაცვლითი ოპერაციები;
- ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
- სხვა საბანკო ოპერაციები;
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
დამატებითი პირობები:
- ხელზე ასაღები ანაზღაურება - 740 ლარი + ბონუსი 150 ლარი და მეტი, გამომუშავების მიხედვით
- ერთი ღამის ცვლის დამატებითი ანაზღაურება - 48 ლარი (ხელზე ასაღები);
კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში (დღესასწაულები) მუშაობის დამატებითი ანაზღაურება;
თანამშრომლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ბანკი.
- ტრანპორტირება ყაზბეგიდან ლარსის საბაჟომდე
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@lb.ge 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი