ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
11 დეკემბერი, 2024
აღწერა
ლიბერთი - გაძლევს შესაძლებლობას დაიწყო კარიერა ფინანსურ სექტორში. ისწავლო, განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის წევრი!
პოზიცია: შემომავალი ზარების სპეციალისტი
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ყიფშიძის #2a, ლიბერთი ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრი.
ეს ვაკანსია შენთვის არის თუ:
- ხარ კომუნიკაბელური;
- თვლი, რომ მომხმარებელთან დისტანციურად ურთიერთობა შენთვის სირთულეს არ წარმოადგენს;
- გსურს კარიერული განვითარება ფინანსურ სექტორში.
ჩვენ გთავაზობთ:
- ცოდნის მიღებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული;
- კარიერულ და პიროვნულ განვითარებას;
- ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების შემთხვევაში;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას 800-1000 ლარამდე (ხელზე მისაღები) + გამომუშვებული ბონუსი.
რას აკეთებს ჩვენთან დისტანციური მომსახურების სპეციალისტი:
- შემოსული ზარის მიხედვით ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ანალიზს და უწევს შესაბამის დახმარებას მომხმარებელს.
- აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას ბანკში არსებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2024 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.