ENG

მომსახურების სტანდარტიზაციის დისტანციური მართვის ჯგუფის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

12 სექტემბერი, 2023

აღწერა

აცხადებთ ვაკანსიას მომსახურების სტანდარტიზაციის დისტანციური მართვის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, საოპერაციო დეპარტამენტი, წინა ხაზის მომსახურების სტანდარტიზაციის განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • „ბანკის“ მომსახურე ერთეულებში მიმდინარე თემატურ ბიზნეს პროცესებზე  გეგმიური და არაგეგმიური დისტანციური  მონიტორინგის განხორციელება;
  • „ბანკის“ მომსახურე ერთეულებში  მომსახურების ხარისხზე  დაკვირვების მიზნით, გეგმიური და არაგეგმიური დისტანციური მონიტორინგის განხორციელება;
  •  „ბანკის“ მომსახურე ერთეულებში  განხორციელებულ ოპერაციებზე მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი და მიღებული შედეგების სტატისტიკური დამუშავება;
  • „ბანკის“ მომსახურე ერთეულებში  განხორციელებულ ოპერაციებზე მომხმარებლების უკუკავშირის/შეფასების შედეგების შესაბამისად მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • „ბანკის“ მომსახურე ერთეულებში  განხორციელებული დისტანციური მონიტორინგის შედეგების შესახებ შემაჯამებელი  ანგარიშგებების მომზადება, ბანკში შემუშავებული შეფასების ფორმების შესაბამისად და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა დადგენილ ვადებში;
  • „ბანკის“ მომსახურე ერთეულების/დისტანციური მომსახურების ცენტრის დისტანციური მონიტორინგის საფუძველზე მიღებული შედეგების სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი (მონაცემთა ბაზის წარმოება);
  • „ბანკში“ შემოსული პრეტენზიის/ინციდენტის დისტანციური მონიტორინგის განხორციელება, შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება, დადგენილი ფორმით შემაჯამებელი ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა, დადგენილი ვადების შესაბამისად;
  • მომსახურების სტანდარტიზაციის დისტანციური მართვის ჯგუფის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით  განყოფილებისა და ჯგუფის უფროსთან/თანამშრომლებთან სამუშაო პროცესების განხილვა/ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • ეროვნული ბანკის/მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საოპერაციო/საკრედიტო პროდუქტების და პროცესების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • საბანკო პროგრამ(ებ)ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • MS Windows: Word, Excel, Powepoint; Outlook;
  • ინგლისური; რუსული (სასურველია);

უნარები-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სხარტი აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2023 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.