ENG
Business Partner

ლიბერთი ბიზნეს პარტნიორი  ბანკის ახალი სტრატეგიული პროგრამაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს დამატებითი თანხის გამომუშავების შესაძლებლობას. ეს არის თავისუფალი სამსახური, რომელიც შემოსავალთან ერთად, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კარიერული წინსვლის რეალურ პერსპექტივას იძლევა. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, ლიბერთის ბიზნეს პარტნიორების გუნდს შემოუერთდე და პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაში  დაგვეხმარო.
პროგრამის ფარგლებში, შენ კარიერული განვითარების რამდენიმე საფეხურს გაივლი და საბანკო პროდუქტების გაყიდვის გამოცდილებას მიიღებ.


როგორ გავხდე ლიბერთი ბიზნეს პარტნიორის გუნდის წევრი?

ლიბერთი ბიზნეს პარტნიორის პროგრამაში ჩართვით დაინტერესების შემთხვევაში, მიმართე ლიბერთის ადგილობრივი  ფილიალის მენეჯერს, რომელიც ადგილზე შეძლებს შენთან გასაუბრებას. ლიბერთის უახლოეს ფილიალს ბმულზე არსებულ ჩამონათვალში მოიძიებ.
გასაუბრების წარმატებით გავლიდან რამდენიმე დღეში, დაგიკავშირდება ბანკის თანამშრომელი გაყიდვების დეპარტამენტიდან. ის კურატორის ფუნქციას შეითავსებს დადეტალურად აგიხსნის მუშაობის სპეციფიკას, გაგიზიარებს ტექნიკურ ინსტრუქციებს და გიპასუხებს კითხვებზემეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლია შემოუერთდე ფეისბუქ ჯგუფს: .. ლიბერთი ბიზნეს პარტნიორი.


რას საქმიანობს ლიბერთი ბიზნეს პარტნიორი?

ლიბერთი ბიზნეს პარტნიორის მთავარი მოვალეობაა ახალი მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა, მათთვის საბანკო პროდუქტების შერჩევა და შეთავაზება, შემდგომ გადახდის პროცესის მეთვალყურეობა და საბოლოოდ, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებაზე ზრუნვა.

 

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია გახდეს ლიბერთი პარტნიორი?


სოფლის და დაბის ტერიტორიაზე მცხოვრები კანდიდატი, რომელიც არ ცხოვრობს დიდ ქალაქში და სურს ბანკთან თანამშრომლობა.

 

მექნება, თუ არა ფიქსირებული ხელფასი?


პროგრამა არ ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებას. თუმცა, კარიერული წინსვლის შემთხვევაში, შესაძლებელია გახდე ბანკის  თანამშრომელი, რაც თავისთავად ითვალისწინებს პროგრამის საბონუსე სისტემის პარალელურად
 ფიქსირებულ ანაზღაურებასაც.

 

მექნება, თუ არა შედეგების გეგმა?


რაოდენობრივი გეგმა დაწესებული არ არის. თუმცა, თუ განვითარების და შემდეგ საფეხურზე გადასვლის სურვილი გაგიჩნდება, საჭირო იქნება მიაღწიო გარკვეულ მაჩვენებლებს. ასევე, პერიოდულად შესაძლოა დაწესდეს არასავალდებულო გეგმაც, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, დამატებითი წახალისება იქნება გათვალისწინებული.

მევალება თუ არა ბანკში გამოცხადება გარკვეულ დროებში?


ბიზნეს პარტნიორს მაქსიმალურად მოქნილი და თავისუფალი სამუშაო გრაფიკი აქვს. შესაძლოა, პერიოდულად მოხდეს ბიზნეს პარტნიორების შეხვედრების ორგანიზება, საინფორმაციო და წახალისების მიზნით.

ვარ თუ არა პასუხისმგებელი მომხმარებლის გადახდისუნარიანობაზე?


ბიზნეს პარტნიორის გამომუშავებული ბონუსი, სხვა მაჩვენებლებთან ერთად,  დამოკიდებულია პორტფელის ხარისხზეც. გადაცილებული სესხის ფაქტორმა, შესაძლოა გამოიწვიოს ბონუსის კორექტირება

როგორ მოვიქცე ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში?


დასახმარებლად შეგიძლია დაუკავშირდე უახლოესი ფილიალის მენეჯერს.

ლიბერთი პარტნიორს შეუძლია თუ არა სხვაგან მუშაობა?


ამ კუთხით, ლიბერთი მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს  ბიზნეს პარტნიორის გუნდის წევრებს. ერთადერთი გამონაკლისია, რომ  ბიზნეს პარტნიორს არ აქვს უფლება იმუშაოს იგივე პოზიციაზე კონკურენტ ბანკში. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეუძლია სხვაგან დასაქმებულ ადამიანს, ჩვენი ბიზნეს პარტნიორი გახდეს - ეს მის დამსაქმებელ ორგანიზაციაზე იქნება დამოკიდებული.

როდის შემიძლია მივიღო გამომუშავებული ბონუსი?


საანგარიშო თვის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

 

როგორ შევძლებ გამომუშავებული ანაზღაურების მიღებას?


ანაზღაურების მისაღებად საჭიროა ლიბერთი ბანკის ანგარიში, რომლის გახსნასაც ნებისმიერ ფილიალში მარტივად შეძლებ.