ENG
ელექტრონული კომერცია

გაზარდეთ გაყიდვები და გააუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი ლიბერთი ბანკის ელ კომერციის მომსახურებასთან ერთად

ელ.კომერცია

ლიბერთი ბანკი სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს გთავაზობთ ელექტრონული კომერციის მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ვებ გვერდის საშუალებით მიიღოთ გადახდები როგორც საერთაშორის სისტემების Visa, MasterCard, UnionPay, ასევე ლოკალური ბარათებით.

თქვენ შეგიძლიათ დააინტეგრიროთ თქვენი ვებ გევრდი მარტივად და მიიღოთ გადახდები მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნოლოგიით - 3D Secure სულ რამდენიმე დღეში.

ლიბერთი ბანკი გთავაზობთ როგორც სტანდარტულ, ავტომატური გადახდის სერვისს. ავტომატური გადახდის სერვისით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ დაამუშავოთ საბარათე ოპერაიცები ერთხელ გადახდის შემდეგ ავტომატურად.

ლიბერთი ბანკის ელ კომერციის მომსახურებით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შეღავათიანი ტარიფები ლიბერთი ბანკის და პარტნიორ ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით ანგარიშსწორებისას.

თუ გსურთ თქვენი სერვისი შესთავაზოთ მომხმარებელებს ლიბერთი ბანკის ელექტრონული კომერციის საშუალებით, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და  გამოაგზავნოთ ის ელ. ფოსტის საშუალებით მისამართზე: MerchantSupport@lb.ge