ჩვენი ქსელი
იხილეთ ლიბერთის ბანკომატების, სერვის ცენტრების, თვითმომსახურების ტერმინალების და სხვა ფიზიკური ობიექტების ადგილმდებარეობები ინტერაქტიულ რუკაზე
უკონტაქტო ტექნოლოგიით აღჭურვილი თანამედროვე საგადამხდელო საშუალება APP POS ტერმინალი
გაზარდეთ გაყიდვები და გააუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი უკონტაქტო ტექნოლოგიით აღჭურვილ გადახდის POS ტერმინალით.
ლიბერთი ბანკი სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს გთავაზობთ უკონტაქტო ტექნოლოგიით აღჭურვილ გადახდის POS ტერმინალს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ გადახდები როგორც საერთაშორის სისტემების Visa, MasterCard, UnionPay, ასევე ლოკალური ბარათებით.
თქვენ შეგიძლიათ დააინტეგრიროთ ტერმინალი სალარო პროგრამასთან და შეამციროთ კლიენტის მომსახურების დრო, ასევე მოახდინოთ ინფორმაციის ავტომატური ასახვა თქვენს სისტემაში.
ლიბერთი ბანკის POS ტერმინალით გადახდების მიღებისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი ტარიფით ლიბერთი ბანკის, პარტნიორ ბანკებსა და პარტნიორ საგადახდო პროვაიდერის მიერ გამოშვებული ბარათებით ანგარიშსწორებისას. ტერმინალის ინსტალაცია, მომსახურება და სავაჭრო მომსახურების ობიექტის პერსონალის ტრენინგი უფასოა.
სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში POS ტერმინალის განთავსების სურვილის შემთხვევაში შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნოთ ის ელ. ფოსტის საშუალებით მისამართზე: MerchantSupport@lb.ge ან დაგვირეკეთ 0322 55 55 00.