ENG

რა არის სოციალური ბარათი და ანგარიში?

  • სოციალური (საპენსიო) ბარათი, არის სტანდარტული Visa/MasterCard ტიპის ბარათი. ბარათით  შესაძლებელია გადახდა ნებისმიერ სავაჭრო  ობიექტში, სადაც განთავსებულია POS ტერმინალი და ასევე თანხის განაღდება ბანკომატებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
    📢 ლიბერთის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უფასოა;
  • სოციალური  (საპენსიო) ანგარიში არის მონოვალუტური და იხსნება მხოლოდ ლარში, შესაბამისად მასზე თანხის ჩარიცხვა და/ან გადმორიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ლარში;
  • სოციალურ (საპენსიო) ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:
    • ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან პირადობის 11 ნიშნა ნომრის, ან ტელეფონის ნომრის საშუალებით (რომელიც დაფიქსირებულია ლიბერთის ფილიალში);
    • სხვა ბანკის  ინტერნეტ/მობაილ ბანკით ანგარიშის ნომრის (IBAN ფორმატში, 22 სიმბოლო) საშუალებით.  ლიბერთის ანგარიშის ნომერი შესაძლებელია ნახოთ ინტერნეტ/მობაილ ბანკში, დაგვიკავშირდეთ დისტანციური მომსახურების ცენტრში, ნომერზე: 0322 55 55 00,  ან მიიღოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში. ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3vZ7ITI
    • ლიბერთის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან. აპარატების მისამართები იხილეთ ბმულზე:  https://bit.ly/3vZ7ITI
    • ლიბერთის chash in ბანკომატებიდან. მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3vZ7ITI

 

მომდევნო თვეში ვხდები პენსიონერი, როგორ ავიღო სოციალური (საპენსიო) ბარათი?

  • საპენსიო ასაკის შესრულებისთანავე (ქალები-60 წელი, კაცები-65 წელი) გთხოვთ, მიბრძანდეთ სოციალური მომსახურების სააგენტოში და დარეგისტრირდეთ, როგორც პენსიის მიმღები პირი. სოციალური მომსახურების სააგენტო მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენი პენსიის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბანკში გაგეხსნებათ ანგარიში. ამ ანგარიშზე  პირველი ჩარიცხვა, მოხდება მომდევნო თვის 14 რიცხვში, ხოლო შემდგომი ჩარიცხვები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით.
  • ჩარიცხული პენსიის აღება შეგიძლიათ წინასწარ დაბეჭდილი ბარათის საშუალებით, რომელზეც არ არის დატანილი თქვენი სახელი და გვარი.
  • იმ შემთხვევაში თუ გსურთ სახელობითი  ბარათის აღება, შეგიძლიათ ბანკში ვიზიტისას  შეუკვეთოთ, რომელიც თბილისში დაგიმზადდებათ უფასოდ 3 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონში-10 სამუშაო დღეში.
    📢 გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ დამზადებულ და სახელობით ბარათს შორის ფუნქციური განსხვავებები არ არის.

 

როდის ირიცხება პენსია?

  • პენსია ყოველთვიურად ირიცხება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. პენსიის  აღებას შეძლებთ წინასწარ განსაზღვრულ თარიღში. ინდივიდუალური ჩარიცხვის თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ  ბმულზე: : https://myliberty.ge/
  • ჩარიცხული პენსიის გამოყენება შეგიძლიათ მყისიერად:
    • საპენსიო ბარათით გადახდისას ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, სადაც არის ლიბერთის ან ნებისმიერი სხვა ბანკის POS ტერმინალი.
    • ლიბერთის ბანკომატებიდან, ან მომსახურე ერთეულებიდან (ლიბერთის ფილიალებში განაღდების გზით).
    • გამსვლელი მოლარე-ოპერატორის ბინაზე მომსახურებით.

 

სხვა ბანკის ბანკომატიდან რომ გამოვიტანო თანხა სოციალური (საპენსიო) ბარათით, რამდენია საკომისიო?

  • ლიბერთის ბანკომატიდან თანხის გატანა არის უფასო, ხოლო სხვა ბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაში ჩამოგეჭრებათ განსაზღვრული საკომისიო:
    • თანხის განაღდება თიბისი ბანკის და ბანკი ქართუს ბანკომატებში 0.50% მინ 0.50 ლარი
    • თანხის განაღდება ტერა ბანკის სერვის ცენტრებში 0.50% მინ 0.50 ლარი
    • თანხის განაღდება სხვა ბანკის ბანკომატებში ან სერვის ცენტრებში 2.00% მინ 6.00 ლარი

 

შესაძლებელი არის თუ არა საპენსიო ანგარიშზე თანხის დაგროვება?

  • დიახ, საპენსიო ანგარიშზე თანხის დაგროვება შესაძლებელია. იმისათვის, რომ არ შეგიჩეროთ სოციალური მომსახურების სააგენტომ პენსიის ჩარიცხვა,  აუცილებელია, ძირითადი ბარათით, 6 თვეში ერთხელ შეასრულოთ ერთ-ერთი აქტიური ოპერაცია, ანუ სრული 5 თვე  შეიძლება არ შეასრულოთ განაღდება/გადახდის ოპერაცია, მაგრამ მე-6 თვის 25 რიცხვამდე საჭიროა  აქტიური ოპერაციის განხორციელება:
    • ძირითადი ან დამატებითი ბარათით ნებისმიერი ოდენობის თანხის გატანა ბანკომატიდან (მინ.5 ლარი) ;
    • ძირითადი, ან დამატებითი  ბარათით ნებისმიერი ოდენობის  თანხის გატანა სერვის ცენტრიდან (მინ. 1 ლარი) ;
    • ძირითადი, ან დამატებითი ბარათით ნებისმიერი ოდენობის თანხის პოს-ტერმინალზე გადახდა.
    • სოციალური (საპენსიო) ანგარიშიდან ბანკის მიერ ბენეფიციარის დავალებით თანხების გადატანა ანაბარზე;
    • სოციალური (საპენსიო) ანგარიშიდან ბანკის მიერ ავტომატური საგადახდო დავალების შესრულება;

           

 

საპენსიო ანგარიშზე ვაგროვებდი თანხას და შემიწყდა პენსიის ჩარიცხვა. რატომ?

  • პენსიის შეჩერების თავიდან ასაცილებლად,  შეგიძლიათ სოციალურ ანგარიშზე სრული 5 თვის განმავლობაში  არ შეასრულოთ განაღდება/გადახდის ოპერაციები, მაგრამ, მე-6 თვის 25 რიცხვამდე განახორციელოთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აქტიური ოპერაცია:
    • ქძირითადი ან დამატებითი ბარათით ნებისმიერი ოდენობის თანხის გატანა ბანკომატიდან (მინ.5 ლარი) ;
    • ძირითადი, ან დამატებითი  ბარათით ნებისმიერი ოდენობის  თანხის გატანა სერვის ცენტრიდან (მინ. 1 ლარი) ;
    • ძირითადი, ან დამატებითი ბარათით ნებისმიერი ოდენობის თანხის პოს-ტერმინალზე გადახდა.
    • სოციალური (საპენსიო) ანგარიშიდან ბანკის მიერ ბენეფიციარის დავალებით თანხების გადატანა ვადიან ანაბარზე;
    • სოციალური (საპენსიო) ანგარიშიდან ბანკის მიერ საგადახდო დავალების შესრულება;

 

ვარ მინდობილი პირი, პენსიის მიმღები პირი აგროვებდა საპენსიო ანგარიშზე პენსიის თანხას, შესაბამისად აღნიშნული ანგარიშიდან არ გამომიტანია თანხა, რატომ შეჩერდა პენსიის ჩარიცხვა?

  • იმისათვის, რომ პენსიის მიმღებ პირს  არ შეუჩეროს სოციალური მომსახურების სააგენტომ პენსიის ჩარიცხვა,  აუცილებელია, რომ მინდობილობის საფუძველზე დამზადებული დამატებითი, ან ძირითადი ბარათით, 6 თვეში ერთხელ შესრულდეს ერთ-ერთი აქტიური ოპერაცია, ანუ სრული 5 თვე  შეიძლება არ მოხდეს განაღდება/გადახადა, მაგრამ მე-6 თვის 25 რიცხვამდე საჭიროა  აქტიური ოპერაციის განხორციელება:
    • ძირითადი ან დამატებითი ბარათით ნებისმიერი ოდენობის თანხის გატანა ბანკომატიდან (მინ.5 ლარი) ;
    • ძირითადი, ან დამატებითი  ბარათით ნებისმიერი ოდენობის  თანხის გატანა სერვის ცენტრიდან (მინ. 1 ლარი) ;
    • ძირითადი, ან დამატებითი ბარათით ნებისმიერი ოდენობის თანხის პოს-ტერმინალზე გადახდა.
    • სოციალური (საპენსიო) ანგარიშიდან ბანკის მიერ ბენეფიციარის დავალებით თანხების გადატანა ვადიან ანაბარზე;
    • სოციალური (საპენსიო) ანგარიშიდან ბანკის მიერ საგადახდო დავალების შესრულება;

 

ითვლება თუ არა ინტერნეტ/მობაილ ბანკით შესრულებული ოპერაციები აქტიურ ოპერაციად?

  • ინტერნეტ/მობაილ ბანკით შესრულებული ოპერაციები, არ ითვლება აქტიურ ოპერაციად.

რა უპირატესობები აქვს სოციალურ (საპენსიო) ბარათს?

  • სოციალურ (საპენსიო) ბარათს არ აქვს მომსახურების საკომისიო
  • სოციალური (საპენსიო) ბარათის დამზადება უფასოა
  • სოციალური (საპენსიო) ბარათით თანხის გამოტანა ლიბერთის  ბანკომატებიდან უფასოა
  • სოციალური (საპენსიო) ბარათით სავაჭრო ობიექტებში თანხის გადახდა უფასოა

 

შემიძლია კომუნალური გადასახადები გადავიხადო საკომისიოს გარეშე?

  • სოციალური (საპენსიო) ბარათის მფლობელს, აქვს შესაძლებლობა ფილიალში, ან დისტანციური მომსახურების ცენტრში დააფიქსიროს მოთხოვნა შეღავათზე და ერთი აბონენტის ნომერზე 4 ძირითადი გადასახადი (ბუნებრივი აირი, წყალი, დასუფთავება, ელექტროენერგია), ყოველთვიურად გადაიხადოს საკომისიოს გარეშე, ნებისმიერი არხით (ფილიალი, ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სწრაფი გადახდის აპარატი, ლიბერთის ბანკომატი).

როგორ გადავიხადო კომუნალური გადასახადები ჩემი საპენსიო ბარათით სახლიდან გაუსვლელად?

 

ვარ სოციალური (საპენსიო) ბარათის მფლობელი, მეკუთვნის თუ არა რაიმე ფასდაკლება, ან შეღავათი?

  • დიახ, თუ ხართ სოციალური ბარათის მფლობელი, თქვენ ავტომატურად ხართ ჩართული ლიბერთის ლოიალობის პროგრამაში. სოციალური (საპენსიო) ბარათით „ნიკორა“ სუპერმარკეტების ქსელში, ევექსი კლინიკებისა და ფარმადეპოს აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ლიბერთის პოს ტერმინალზე გადახდის შემთხვევაში, ისარგებლებთ განსაკუთრებული ფასდაკლებებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://bit.ly/3QBqQxZ

თუ გადავიხდი სოციალური (საპენსიო) ბარათით, რამე ქულებს, ან თანხას დავაგროვებ ?

  • ლიბერთის სოციალური(საპენსიო) ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში გადახდის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ქეშბექით. ამისათვის:
    • გადმოიწერეთ აპლიკაცია:
    • გაიაქტიურეთ პარტნიორი სავაჭრო ობიექტის შემოთავაზება აპლიკაციაში ან საიტზე: https://cashback.ge/
    •  გადაიხადეთ ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე
    • მომენტალურად  დაიბრუნეთ კუთვნილი ქეშბექი (თანხა)ანგარიშზე
      📢 ქეშბექით სარგებლობისთვის, საჭიროა იყენებდეთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკს.

 

სოციალური (საპენსიო) ბარათის ასაღებად ფილიალში ფიზიკურად ვერ მოვდივარ, როგორ მოვიქცე?

  • თუ ვერ შეძლებთ ლიბერთის ფილიალში ფიზიკურად მოსვლას, შესაძლებელია მინდობილობის საფუძველზე, მესამე პირზე  დამატებითი ბარათის დამზადება, რომელიც შეძლებს თქვენს მაგივრად  ბარათის აღებას და ასევე თქვენს ანგარიშზე თანხის მართვას .
    📢 მესამე პირზე  მინდობილობა გაიცემა მაქსიმუმ 1 წლით.
  • თუ  გსურთ ყოველთვიურად სახლში მიიღოთ კუთვნილი პენსია, ლიბერთი ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ გამსვლელი მოლარე-ოპერატორის მომსახურებით, ამისათვის საჭიროა ლიბერთის ფილიალში თქვენ, ან ნებისმიერმა მესამე პირმა დაწეროთ განცხადება, ან დაგვიკავშირდეთ დისტანციური მომსახურების ცენტრში, ნომერზე: 0322 55 55 00.
  • გამსვლელი მოლარე ოპერატორის მომსახურება არის უფასო

 

როგორ ავიღო დამატებითი ბარათი ?

  • მინდობილ პირს,  ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის ფილიალში წარდგენის საფუძველზე დაუმზადდება დამატებითი ბარათი;
  • მინდობილობის აღება  შესაძლებელია ნოტარიუსთან ვიზიტისას ან დისტანციურად.  მინდობილობის  დამზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ნოტარიუსთან;
  • იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მინდობილობით სარგებლობა და გაქვთ შესაძლებლობა, წელიწადში ერთხელ მესამე პირთან ერთად მობრძანდეთ ლიბერთის ფილიალში, ორივე პირის განცხადების საფუძველზე მესამე პირს დაუმზადდება დამატებითი ბარათი,  რომლითაც,  მესამე პირი  1 წლის განმავლობაში შეძლებს თანხის  განკარგვას თქვენი სურვილისამებრ;
  • თუ წელიწადში ერთხელ ვერ ახერხებთ ფილიალში ვიზიტს და გსურთ ყოველთვიურად სახლში მიიღოთ კუთვნილი პენსია ან მესამე პირს დაუმზადდეს დამატებითი ბარათი, ლიბერთი ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ გამსვლელი მოლარე-ოპერატორის მომსახურებით. ამისათვის, საჭიროა ლიბერთის ფილიალში თქვენ, ან ნებისმიერმა მესამე პირმა დაწეროთ განცხადება, ან დაგვიკავშირდეთ დისტანციური მომსახურების ცენტრში, ნომერზე: 0322 55 55 00;
  • გამსვლელი მოლარე ოპერატორის მომსახურება არის უფასო
    📢 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულოა მინდობილობისა და დამატებითი ბარათის განახლება, იმისათვის რომ არ შეგიჩერდეთ პენსიის ჩარიცხვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. 

 

რატომ მჭირდება დამატებითი სოციალური ბარათის მისაღებად მინდობილობის ყოველწლიურად განახლება თუ მაქვს მოქმედი (მუდმივი) მინდობილობა?

  • დამატებითი სოციალური ბარათის დასამზადებლად, მინდობილობის ყოველწლიური განახლება მოითხოვება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესაბამისად. აღნიშნული წესის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოხდება პენსიის ჩარიცხვის შეჩერება, იმ შემთხვევაში თუ საპენსიო ანგარიშიდან თანხა გაიცემოდა მინდობილობის საფუძველზე და ეს მინდობილობა არ განახლებულა მისი გაცემიდან მეთორმეტე თვის 25 რიცხვამდე;
  • პენსიის ჩარიცხვის შეწყვეტის შემთხვევაში, იმისათვის რომ მოხდეს საპენსიო ჩარიცხვების აღდგენა, საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის მიმღები პირის /მინდობილი პირის ვიზიტი.

 

ფიზიკურად ვერ დავდივარ ფილიალში, შეიძლება თქვენმა თანამშრომელმა მომიტანოს პენსია სახლში?

  • დიახ, თუ ვერ ახერხებთ ფილიალში ვიზიტს და გსურთ ყოველთვიურად სახლში მიიღოთ კუთვნილი პენსია, ლიბერთი ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ გამსვლელი მოლარე-ოპერატორის მომსახურებით;
  • გამსვლელი მოლარე-ოპერატორის მომსახურებით სარგებლობისთვის, საჭიროა ლიბერთის ფილიალში თქვენ, ან ნებისმიერმა მესამე პირმა დაწეროთ განცხადება, ან დაგვიკავშირდეთ დისტანციური მომსახურების ცენტრში, ნომერზე: 0322 55 55 00;
  • გამსვლელი მოლარე ოპერატორის მომსახურება არის უფასო.

 

გამსვლელი მოლარე-ოპერატორის საშუალებით შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი სახის მომსახურება:

  • საცხოვრებელ მისამართზე  კუთვნილი პენსიის თანხის მიტანა;
  • ბანკომატებსა და სავაჭრო ობიექტებში ბარათის მოქმედების (პინ კოდის)  ვადის გაგრძელება ერთი წლით ;
  • ძირითადი ან დამატებითი ბარათის შეკვეთა.

    📢 გამსვლელი მოლარე ოპერატორის მომსახურების მისაღებად საჭიროა ლიბერთის ფილიალში თქვენ, ან ნებისმიერმა მესამე პირმა დაწეროთ განცხადება, ან დაგვიკავშირდეთ დისტანციური მომსახურების ცენტრში, ნომერზე: 0322 55 55 00.
    📢 გამსვლელი მოლარე ოპერატორის მომსახურება უფასოა

     

 

როგორ გავიგო სოციალური (საპენსიო) ბარათის მოქმედების ვადა?

  • სოციალური ბარათის მოქმედების ვადა დატანილია ბარათზე, ბარათის 16 ნიშნა კოდის და  სახელი და გვარის ქვეშ: 00/00 ფორმატით.

 

ჩემს სოციალურ (საპენსიო) ბარათს ვადა არ აქვს გასული, მაგრამ ვერ ვიყენებ ბანკომატსა და პოს ტერმინალზე უნაღდო ანგარიშსწორებისას.

  • სავარაუდოდ თქვენს სოციალურ (საპენსიო) ბარათს გაუვიდა სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებში გამოყენების (პინ კოდის) ვადა, რომელიც განისაზღვრება 1 წლით. 1 წლის  გასვლის შემდეგ სავალდებულოა პინ კოდის ვადის განახლება ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ან ონლაინ: https://pinreset.lb.ge/auth
  • სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებში გამოყენების (პინ კოდის) ვადის შემოწმება შესაძლებელია ბანკომატში ბარათის მოთავსებისა და პინ კოდის აკრეფის  შემდეგ. ბანკომატის ეკრანზე გამოვა შეტყობინება ბარათის სავაჭრო ობიექტების გამოყენების ბოლო ვადის შესახებ.

 

რატომ მავალდებულებს ლიბერთი ბანკი წელიწადში ერთხელ პინ კოდის ვადის განახლებას?

  • სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ძირითადი პლასტიკური ბარათის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებსა და ბანკომატებში გამოყენების მოქმედების ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ 1 წლით. ვადის ათვლა იწყება პენსიის მიმღები პირის მიერ ბოლოს ბანკის სერვის ცენტრში/ფილიალში ნებისმიერი აქტიური ოპერაციის შესრულების თარიღიდან.  ამ ვადის გასვლის შემდეგ, საჭიროა პენსიის მიმღებმა პირმა განაახლოს პინ კოდის ვადა:
    • ონლაინ: https://pinreset.lb.ge/auth
    • ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში
    • გამსვლელი მოლარე ოპერატორის საშუალებით.

 

სოციალური ბარათის პინ კოდს გაუვიდა ვადა, როგორ აღვადგინო?

  • დისტანციურად - სოციალურ ბარათზე პინ კოდის ვადის გაგრძელება შესაძლებელია, დისტანციურად ფილიალში ვიზიტის გარეშე საიტზე: https://pinreset.lb.ge/auth , თუ ფლობთ ბიომეტრიულ პასპორტს, ან ID ბარათს.
    📢 ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ამ სერვისით სარგებლობას ვერ შეძლებთ
  • ფილიალში - პინ კოდის  ვადის გაგრძელება შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის და/ან ID ბარათის საფუძველზე
  • ბინაზე მომსახურება - პინ კოდის ვადის გაგრძელება შესაძლებელია გამსვლელი მოლარის საშუალებით.  გამსვლელი მოლარის მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით დისტანციური მომსახურების ცენტრში, ნომერზე: 0322 55 55 00, ან ნებისმიერი მესამე პირი გვეწვიოს განაცხადის დასაფიქსირებლად ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში
    📢 მინდობილობის საფუძველზე, მინდობილ პირს  პინ კოდის ვადის განახლების უფლება არ აქვს.  

 

სოციალური ბარათის საფუძველზე შემიძლია ვისარგებლო ინტერნეტ/მობაილ ბანკით ?

  • დიახ, სოციალური ბარათის საფუძველზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტ/მობაილ ბანკით და ბანკის თითქმის ყველა სერვისით;
  • მობაილ ბანკით სარგებლობისთვის, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია :

 

შემიძლია სოციალური ბარათიდან (ანგარიშიდან) თანხა გადავრიცხო სხვის ანგარიშზე?

  • სოციალური (საპენსიო) ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ლიბერთი ბანკში უშუალოდ კლიენტის ვიზიტის შემთხვევაში;
  • სოციალური (საპენსიო) ანგარიშიდან, ლიბერთი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარ ანგარიშებს შორის ლიბერთი ბანკში.
    📢 შეგიძლიათ აიღოთ ლიბერთის სტანდარტული ბარათი, მულტისავალუტო ანგარიშით (GEL / USD / EUR / GBP) , გადაიტანოთ თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის და  შემდეგ უნივერსალური ანგარიშიდან გადარიცხოთ თანხა, როგორც ლიბერთი ბანკში, სხვის ანგარიშზე, ასევე სხვა ბანკის ანგარიშებზე.

 

სოციალური ბარათის უპირატესობებია:

  • სოციალურ (საპენსიო) ბარათს არ აქვს მომსახურების საკომისიო
  • სოციალური (საპენსიო) ბარათის დამზადება უფასო
  • სოციალური (საპენსიო) ბარათით თანხის გამოტანა ლიბერთის  ბანკომატებიდან უფასოა
  • სოციალური (საპენსიო) ბარათით სავაჭრო ობიექტებში თანხის გადახდა უფასოა

 

 

რა უპირატესობები აქვს ინტერნეტ/მობაილ ბანკით სარგებლობას?

  • ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია ნებისმიერ დროს მართოთ თქვენი ფინანსები და აკონტროლოთ ანგარიშზე ჩარიცხული და გადარიცხული თანხები;
  • ინტერნეტ/მობაილ ბანკით სარგებლობა არის უფასო;
  • გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები;
  • თუ სარგებლობთ სესხით ლიბერთი ბანკში, შესაძლებელია ინტერნეტ/მობაილ ბანკით ნახოთ გადახდის გრაფიკი;
  • სახლიდან გაუსვლელად გახსნათ ანაბარი.