ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ინოვაციური და თქვენს სურვილებზე მორგებული VISA INFINITE ბარათი
ფინანსური უპირატესობები
Visa Infinite ბარათით შეძლებთ გადაიხადოთ ათ სხვადასხვა ვალუტაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში კონვერტაციასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გარეშე.
ანგარიშები შეგიძლიათ გახსნათ შემდეგ ვალუტებში: GEL (ლარი), USD (აშშ დოლარი), EUR (ევრო), GBP (გირვანქა სტერლინგი), CHF (შვეიცარული ფრანკი), CAD (კანადური დოლარი), RUR (რუსული რუბლი), JPY (იაპონური იენი), HKD (ჰონგკონგური დოლარი) და AUD (ავსტრალიური დოლარი).
მაღალი წლიური საპროცენტო სარგებელი ერიცხება თქვენს თითოეულ ანგარიშზე განთავსებულ ყოველდღიურ ნაშთს და ყოველი თვის ბოლოს ჩაგერიცხებათ ანგარიშზე.
საერთაშორისო კონსიერჟი
საერთაშორისო კონსიერჟი დაგეხმარებათ თქვენი სურვილების ასრულებაში.
სადაც არ უნდა იყოთ, სახლში თუ საზღვარგარეთ, Visa Infinite ბარათის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ კონსიერჟის სერვისით, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასტუმრო, ავიაბილეთები და იქირაოთ ავტომობილი, შეუკვეთოთ ყვავილები, მოაწყოთ წვეულება, მოიძიოთ სასურველი რესტორანი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მრავალჯერადი, საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევა
Visa Infinite ბარათი აზღვევს თქვენს მოგზაურობას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სრული საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევა შექმნილია იმ მიზნით, რომ თქვენ და თქვენმა ოჯახმა იმოგზაუროთ სრულიად მშვიდად ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
გადაიხადეთ Visa Infinite ბარათით თქვენი მოგზაურობის ღირებულება და ისარგებლეთ სრული სამოგზაურო დაზღვევით. მთლიანი სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება 1,000,000 აშშ დოლარით და მოქმედებს 90 დღის განმავლობაში თქვენი მოგზაურობის დაწყებიდან.
სამედიცინო და იურიდიული საინფორმაციო მომსახურება
Visa Infinite ბარათის მფლობელებს აქვთ საშუალება ისარგებლოთ სამედიცინო და იურიდიული საინფორმაციო მომსახურებით მოგზაურობის დროს.
აღნიშნული მომსახურება ითვალისწინებს ტელეფონით სამედიცინო და იურიდიულ კონსულტაციას, ინფორმაციის მიწოდებას სამედიცინო ცენტრების და იურიდიული ოფისების შესახებ იმ ქვეყანაში ან ქალაქში სადაც იმყოფებით, პაციენტის მეთვალყურეობას. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიძახოთ ექიმი ადგილზე, თუ თქვენ ვერ შეძლებთ სამედიცინო დაწესებულებამდე მისვლას, მოითხოვოთ მედიკამენტების თქვენთან მოტანა.
შეძენილი საქონლის დაზღვევა (Purchase Protection) და გარანტიის ვადის გაგრძელება (Extended Warranty)
შეძენილი საქონლის დაზღვევის მომსახურება იცავს თქვენს მიერ შეძენილ საქონელს დაკარგვის და გაფუჭებისგან გამოწვეული რისკებისგან. აღნიშნული მომსახურება დაგეხმარებათ დაკარგვის შემთხვევაში აღიდგინოთ დაკარგვის შედეგად გამოწვეული ზარალი, ხოლო დაზიანების შემთხვევაში აგინაზღაურებენ შეკეთების ხარჯებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საქონელი შეკეთებას არ ექვემდებარება, მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება.
გარანტიის ვადის გაგრძელების მომსახურება ავტომატურად გაგიგრძელებთ საგარანტიო ვადას თქვენს მიერ შეძენილ საქონელზე მაქსიმუმ 24 თვის ვადით საქონლის შეძენიდან.
ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ერთჯერადი ლიმიტი არის 5,000 აშშ დოლარი, ხოლო თითოეულ ბარათზე გათვალისწინებული ჯამური ლიმიტი შადგენს 20,000 აშშ დოლარს.
სპეციალური შეთავაზებები
Visa Infinite ბარათის მფლობელთათვის გათვალისწინებულია სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები მსოფლიოს მასშტაბით, რაც მოიცავს ფასდაკლებებს რესტორნებში, მაღაზიებში, ფიტნეს და გოლფ კლუბებში და მრავალ სხვა გასართობ და დასასვენებელ ობიექტზე.
Visa Infinite ბარათის სპეციალურ შეთავაზებებზე დამატებითი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებათ ეწვიეთ:
www.visainfinitecard.com
www.hotelclub.com/visa
www.visainfinitehotels.com