ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
1.1 წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები (შემდგომში - მოხმარების წესები) არეგულირებს სს ლიბერთი ბანკის (რომლის ძირითადი ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, 0162, ჭავჭავაძის გამზირი 74 და რეგისტრირებულია საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში სარეგისტრაციო ნომრით 203828304 (შემდგომში - ლიბერთი ბანკი)) wwww.libertybank.ge ვებგვერდით სარგებლობის პირობებს (შემდგომში - ვებგვერდი).
1.2. ქვემოთ მოცემულ ტექსტში სიტყვები “თქვენ” და “მომხმარებელი” ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს.
1.3. თქვენს მიერ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ ამ მოხმარების წესებით დადგენილი პირობები. ცალკეული პროდუქტების ან მომსახურებების პირობებსა და ამ მოხმარების წესებით დადგენილ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ კონკრეტული პროდუქტების ან სერვისებისთვის დადგენილ პირობებს.
II შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე
2.1. ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიღებულია იმ წყაროებიდან, რომლებსაც ლიბერთი ბანკი სანდოდ მიიჩნევს. ლიბერთი ბანკი და მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას ან პირობას, არც ნაგულისხმევს და არც პირდაპირს, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ამ ვებგვერდზე განთავსებული ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია სწორი, სრული ან განახლებული.ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ლიბერთი ბანკი არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.
2.2. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც რჩევა ან თხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური დოკუმენტის ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე ან/და როგორც მომსახურების მომწოდებლის რეკომენდაცია, თუ თავად მომსახურების მომწოდებელი აშკარად არ იუწყება საწინააღმდეგოს.
2.3. ლიბერთი ბანკი არ მიაწვდის ამ პროდუქტებს და მომსახურებებს ნებისმიერ პირს, თუ ლიბერთი ბანკის აზრით (და იმ პირობით, რომ ლიბერთი ბანკი არ არის ამის შემოწმებაზე ვალდებული) ამ მომსახურებების მოწოდებით დაირღვევა აღნიშნული პირის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ან წესები ან სხვა დაკავშირებული კანონმდებლობა.
2.4. ამასთანავე თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედისჩვენ სისტემებში არაუფლებამოსილი შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.
2.5. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენ მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ, გადავცეთ ან/და თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია გადავამოწმოთ/მივიღოთ მესამე პირებთან. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ლიბერთი ბანკის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია წინამდებარევებგვერდზე.
2.6. თქვენ თანხმობას აცხადებთ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაციის გადაცემაზე და მიწოდებაზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის გავლით, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ან მიზანშეწონილად. თქვენ მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენს მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
2.7. ამ ვებგვერდით სარგებლობა შეიძლება დაექვემდებაროს მონიტორინგს, თვალყურისდევნებას და ჩაწერას. ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს ამ ვებგვერდს მკაფიოდ გამოხატავს თავის თანხმობას ასეთ მონიტორინგზე, თვალყურისდევნებაზე და ჩაწერაზე. თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებულ წინამდებარე მოხმარების წესების და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე ვერსიებს ვებგვერდზე მუშაობის თითოეული შემთხვევისას.
III ფინანსური დოკუმენტები
3.1. ლიბერთი ბანკი და მისი წარმომადგენლობები/ფილიალები შეიძლება დროდადრო ფლობდნენ პოზიციებს ან წილებს ფასიან ქაღალდებში ან აწოდებდნენ ან განზრახული ჰქონდეთ მიაწოდონ კორპორატიული საფინანსო და სასესხო-კაპიტალური მომსახურებები იმ კომპანიებსა და ემიტენტებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან მითითებული ამ ვებგვერდზე არსებულ ან ამ ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომ კვლევით დოკუმენტებში ან რეკომენდაციებში.
IV პასუხისმგებლობის შეზღუდვა
4.1. ამ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მის სისრულეზე, დროულობაზე და სისწორეზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. გთხოვთ, ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შეფასებისას ითხოვოთ პროფესიონალების რჩევა საჭიროების მიხედვით. ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს შეთავაზებას ან რჩევას, რომ თქვენ შეიძინოთ რაიმე აქცია, სხვა ფასიანი ქაღალდი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური დოკუმენტი და არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაიმე საინვესტიციო ხასიათი მომსახურება ან რჩევები ინვესტირებასთან დაკავშირებით რომელიმე ქვეყანაში ან ტერიტორიაზე.
4.2. ადამიანური თუ მექანიკური შეცდომების დასაშვებობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ვებგვერდის შინაარსი მოწოდებულია არსებული ფორმით ანუ “როგორც არის”. ლიბერთი ბანკი, ჩვენთან აფილირებული პირები ან მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას და პირობას ვებგვერდთან ან მის შემცველობასთან დაკავშირებით. ლიბერთი ბანკი, ჩვენთან აფილირებული პირები და მესამე პირები გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გარანტიის ან პირობის მიცემის ვალდებულებისგან ამ ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის ყოვეგვარი ნაგულისხმევი გარანტიებისგან რაც ეხება სყიდვითვარგისიანობას, მესამე პირის უფლებების შესაძლო დარღვევას, ვირუსებისგან ან სხვა დამაზიანებელი კოდებისგან თავისუფლებას ან რაიმე მიზნისთვის ვარგისიანობას. ლიბერთი ბანკი, ჩვენთან აფილირებული პირები ან მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის და მასალების სისწორეზე, ადეკვატურობაზე ან სისრულეზე და გარკვევით უარს აცხადებენ ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე რაც ეხება ამ მასალებში ან ინფორმაციაში შეცდომებს ან უზუსტობებს. ლიბერთი ბანკი, ჩვენთან აფილირებული პირები ან მესამე პირები პასუხს არ აგებენ ამ ვებგვერდის შეფერხებებზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, მავნე კოდებზე და ვებგვერდთან დაკავშირებულ სხვა დეფექტებზე, შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ანმომხმარებლის მიერ გამოყენებულ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (Browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის, და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენ მიერ არ ან ვერ კონტროლირებადი მიზეზებით. ლიბერთი ბანკი პასუხს არ აგებს დანახარჯებზე, დანაკარგებზე, დაზიანებაზე (მათი ხასიათის მიუხედავად, იქნება ეს პირდაპირი, არაპირდაპირი, განსაკუთრებული, დამახასიათებელი, გამომდინარე თუ სადამსჯელო ან საჯარიმო დანაკარგებზე, მათ შორის და არა მხოლოდ ფინანსურ დანაკარგებზე და განაცდურზე) ან გაცდენილ ხელსაყრელ შემთხვევაზე, თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს ამ ვებგვერდზე შესვლის, მისით სარგებლობის ან ვერსარგებლობის შედეგად, მიუხედავად იმისა, გვეცნობა თუ არა ჩვენ ასეთი დაზიანებების მოხდენის შესაძლებლობაზე და მიუხედავად საქმის მსვლელობის ფორმისა, ეფუძნება იგი ხელშეკრულების, გარანტიის, კანონისმიერ ვალდებულების (დაუდევრობის ჩათვლით), მკაცრი ვალდებულების ნორმებს თუ სხვა საფუძველს.
V საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები
5.1. ლიბერთი ბანკი და მესამე პირები, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული, ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას, საავტორო უფლებას © და საიტთან დაკავშირებულ ყველა არაქონებრივ უფლებას. აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუქცია, გადაცემა ან შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დასაშვებია ვებგვერდის შემცველობის ციტირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება. ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნები და ლოგოები შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გამოქვეყნებული ან გავრცელებული უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშეც თუ ეს დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით.
5.2. ვებგვერდზე არსებული ფორუმების, სასაუბრო (ჩეთის) ოთახების, დებატების და სხვა მისთანას მონაწილეებმა შეიძლება წარმოადგინონ მხოლოდ ის მასალები, რომლებზეც ისინი ფლობენ საავტორო უფლებას ან რომლებზეც სხვა გზით მოიპოვეს ეს უფლება. მიიჩნევა, რომ მონაწილე, რომელიც წარმოადგენს მასალას, და როდესაც წარმოადგენს მასალას, თანხმობას აცხადებს ლიბერთი ბანკის მიერ ამ მასალის შენახვაზე, გავრცელებაზე ან გამოქვეყნებაზე, ელექტრონულად ან სხვა ფორმით.
VI შესაძლო შეფერხებები (წყვეტები) მომსახურებაში
6.1. თქვენ თვითონ ხართ პასუხისმგებელი სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა აღჭურვილობის ქონაზე და გამოყენებაზე, რაც საჭიროა ამ ვებგვერდზე შესასვლელად და მისით სარგებლობისთვის. ვებგვერდზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, ფერხდებოდეს, იზღუდებოდეს ან შენელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი, და არა მხოლოდ, მიზეზებით:
• აღჭურვილობის გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების (მათ შორის თქვენი კომპიუტერის), სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა;
• პროგრამების გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, პროგრამული “ხოჭოები” (bugs), შეცდომები (errors), ვირუსები, კონფიგურაციის პრობლემები, სისტემების, დამხმარე პროგრამების (უტილიტიეს) და შემსრულებელი პროგრამების (applications) ურთიერთშეუთავსებლობა, ქსელთაშორისი დამცავი (firewalls) და შემმოწმებელი პროგრამების (screening programs) მუშაობა, არაწაკითხვადი კოდები ან უწესივრობა ცალკეულ დოკუმენტებში ან სხვა შიგთავსში;
• სისტემის გადატვირთულობა;
• ზიანი, რომელიც გამოწვეულია უამინდობით, მიწისძვრით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, სტიქიური მოვლენებით, უბედური შემთხვევით, ხანძრით, წყლის გაყვანილობის დაზიანებით, აფეთქებით, მექანიზმის ავარიით ან ბუნებრივი კატასტროფებით;
• ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით;
• მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;
• მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ან
• ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი.
6.2. თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ანდა თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად,თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ტრანზაქციებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მითითებების მიცემა ან ეს მითითებები შეიძლება არ შესრულდეს სათანადოდ ან თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ინფორმაციის დროულად მიღება. თუ თქვენი ოპერაციები დამოკიდებულიაჩვენთან ასეთ კავშირგაბმულობაზე და კავშირგაბმულობა შეწყვეტილი ან შეფერხებულია, თქვენ შეიძლება მოგადგეთ ზიანი. ლიბერთიბანკი პასუხს არ აგებს ასეთ ზიანზე.
VII სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები (ლინკს)
7.1. მაშინ, როდესაც ლიბერთი ბანკი გთავაზობთ ბმულებს მესამე პირების ვებგვერდებთან, ეს არ ნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკი რეკომენდაციას უწევს ამ ვებგვერდებზე ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენივე რისკით და ლიბერთი ბანკი არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისეთ ვებგვერდზე გადასვლას, რომელიც ჩვენკონტროლს არ ექვემდებარება, ჩვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენს მიერ ასეთი საიტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საიტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ჩვენ არ ვიძლევით გარანტია ინტერნეტში არსებული დოკუმენტების ნამდვილობაზე. ლიბერთი ბანკს არ შეუმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა ან სისრულე.
7.2. გარდა ამისა, ამ მესამე პირების ვებვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.
VIII გაფრთხილება უცხოელი მომხმარებლებისთვის
8.1. ეს ვებგვერდი ძირითადად გამიზნულია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბაზარზე ინვესტირებით ან მომსახურების მიღებით. აქ რეკლამირებული საინვესტიციო პროდუქტები და მომსახურებები, როგორც ასეთი, შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ტერიტორიის გარეთ მყოფი კერძო მომხმარებლებისთვის ან შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი საგადასახადო და სხვა თვალსაზრისით.
8.2. საინვესტიციო რეკლამების ან/და განცხადებების ხასიათისა და შინაარსის მიხედვით, რომლებიც დროდადრო შეიძლება დაიდოს ამვებგვერდზე, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კონსულტაციის ან რჩევების მიღება სამართლის, საგადასახადო ან ინვესტირების სპეციალისტებისგან.
IX მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
9.1. ეს ვებგვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა და აწარმოებთ თუ არა ბიზნესს ლიბერთი ბანკის მეშვეობით საქართველოში. ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ამ ვებგვერდის წვდომასა და მისით სარგებლობასთან, ასევე ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, თქვენმიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
9.2. თქვენ თანხმობას აცხადებთ საქართველოში არსებული სასამართლოების განსჯადობასა და ადგილმდებარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომლიბერთი ბანკი თავის ყოველგვარი სარჩელს თქვენ წინააღმდეგ, რაც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ამ ვებგვერდისწვდომასთან ან მისით სარგებლობასთან და ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, წარუდგენს საქართველოს სასამართლოებს.
9.3. ეს ვებგვერდი არ ეხება და არ არის გამიზნული გასავრცელებლად ან გამოსაყენებლად ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი განსჯადობის ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც ამ ვებგვერდის გამოქვეყნება ან ხელმისაწვდომობა ანდა ასეთი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან წესებს. თუ თქვენ განიზრახავთ ინფორმაციის მიღებას ამ ვებგვერდიდან, თქვენვე იქნებით პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი ადგილობრივი, საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე და ასეთ განსჯადობის ტერიტორიებზე თქვენ მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა იქნება მხოლოდ თქვენ რისკზე. თქვენიკონკრეტული გარემოებების შესაბამისი სახელმძღვანელო რჩევების მისაღებად დაუკავშირდით თქვენს იურიდიულ მრჩეველს.
თუ ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის რომელიმე წესის ან დებულების აღსრულება გახდება შეუძლებელი, დანარჩენი წესები და დებულებები რჩება ხელშეუხებელი, ხოლო აღუსრულებელი წესი ან დებულება ჩანაცვლდება იმ აღსრულებადი წესით ან დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას აღუსრულებელი წესის ან დებულების მიზანთან. ეს მოხმარების წესები და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტია ექვემდებარება ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც თქვენ დადებული გაქვთ ლიბერთიბანკთან. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ შევიტანოთ ცვლილებები ამ მოხმარების წესებსა და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებში ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე.