ENG

ლიბერთი ბანკის ფილიალების უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე (ქ. თბილისი. გ.რობაქიძის გამზირი, დიღმის მასივი VI კვარტალი, კორპუსი 22ა) (ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N 15ა) (ქ. ზუგდიდი, ზვიად გამზახურდიას ქ. N 40, მე-4 სართული)

დასახელება

ლიბერთი ბანკის ფილიალების უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე (ქ. თბილისი. გ.რობაქიძის გამზირი, დიღმის მასივი VI კვარტალი, კორპუსი 22ა) (ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N 15ა) (ქ. ზუგდიდი, ზვიად გამზახურდიას ქ. N 40, მე-4 სართული)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

02 აგვისტო, 2019

აღწერილობა

 

 

 

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“

 

 

სატენდერო   დოკუმენტაცია

 

 

ლიბერთი ბანკის ფილიალების უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟი

 

 

(ქ. თბილისი. გ.რობაქიძის გამზირი, დიღმის მასივი VI კვარტალი, კორპუსი 22ა)

(ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N 15ა)

 (ქ. ზუგდიდი, ზვიად გამზახურდიას ქ. N 40, მე-4 სართული)

 

 

2019 წელი

 

 

 

1. შესყიდვის ობიექტი

1. ლიბერთი ბანკის ფილიალების (ქ. თბილისი. გ.რობაქიძის გამზირი, დიღმის მასივი VI კვარტალი, კორპუსი 22ა; ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N 15ა; ქ. ზუგდიდი, ზვიად გამზახურდიას ქ. N 40, მე-4 სართული;) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟი სამ ლოტად ფასების ცხრილისა და სპეციფიკაციის (დანართი N1) მიხედვით.

 

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

 

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

 

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

3.1.საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი. გ.რობაქიძის გამზირი, დიღმის მასივი VI კვარტალი, კორპუსი 22ა; ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N 15ა; ქ. ზუგდიდი, ზვიად გამზახურდიას ქ. N 40, მე-4 სართული;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  

4.1.ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

4.2.ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

4.3.მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.

5. ზოგადი პირობები

5.1.პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);

5.2.სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

5.3. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

5.4 პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ერთ ლოტშიც;

5.5 ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

5.6 გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის

6.1. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 2 აგვისტო 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

6.2.სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ლიბერთი ბანკის ფილიალების: ქ. თბილისი. გ.რობაქიძის გამზირი, დიღმის მასივი VI კვარტალი, კორპუსი 22ა; ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N 15ა; ქ. ზუგდიდი, ზვიად გამზახურდიას ქ. N 40, მე-4 სართული, უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟი სამ ლოტად);

6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200; ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შავლეგ ბიჩელაშვილი მობ: 595 044 610 ელ-ფოსტა: Shavleg.bichelashvili@lb.ge