ENG

სს“ლიბერთი ბანკის” ფილიალის უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე (ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N 9)

დასახელება

სს“ლიბერთი ბანკის” ფილიალის უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე (ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N 9)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

22 ოქტომბერი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
სს“ლიბერთი ბანკის” ფილიალის უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟი 
(ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N 9)
 
 
2019 წელი 
 
 
1. შესყიდვის ობიექტი 
1. სს“ლიბერთი ბანკის” ფილიალის (ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N 9) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟი  ფასების ცხრილისა და სპეციფიკაციის (დანართი N1) მიხედვით. 
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1.საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: (ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N 9) 
 
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1.ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2.ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3.მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
 
5. ზოგადი პირობები
5.1.პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2.სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
5.4 გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 22 ოქტომბერი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.2.სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს “ლიბერთი ბანკის” ფილიალის (ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N 9) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟი);
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე; ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00; ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების მენეჯერი შავლეგ ბიჩელაშვილი; მობ: 595 044 610; ელ-ფოსტა: Shavleg.bichelashvili@lb.ge