ENG

„ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვაზე

დასახელება

„ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

05 ნოემბერი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
„ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური  და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვა
 
 
2019 წელი 
 
 
1. შესყიდვის ობიექტი
1.1 სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვა დანართი #1 (ფასების ცხრილი) შესაბამისად. 
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები (ბოლო ერთი თვის);
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
- ვინიდან კონტრაქტი ფორმდება  სამი წლის  ვადით შესაძლებელია მომსახურე ობიექტების დამატება და  გამოკლება. დამატებულ ობიექტებზე  გავრცელდება იგივე ფიქსირებული ტარიფი, რომელიც ვრცელდება ძირითად ობიეტებზე.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 მომსახურება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ  მითითებული მისამართებზე  (დანართი N1);
 
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2  ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
 
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
5.4 გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება სამ წლიანი ხელშეკრულება ბანკის მიერ მითითებულ ობიექტებზე  HVAC - სისტემებზე გეგმიური სამუშაოების ჩატარებაზე.
 
მომსახურებაში შედის:
გეგმიური ყოველთვიური სასერვისო და სარევიზიო მომსახურება;
სისტემების ყოველთვიური მონიტორინგი;
უფასო გამოძახება - ულომიტო;
კონკრეტული პრობლემის დიაგნოსტიკა - ულიმიტო;
ფართო მასშტაბიანი ტექნიკური დიაგნოსტიკა - კვარტალში ერთხელ;
ყველა ტიპის სასერვისო მომსახურება - კვარტალში ერთხელ;
ყველა ტიპის სარემონტო მომსახურება - ულიმიტო;
ყველა ტიპის საინჟინრო მომსახურება - ინდივიდუალური შეთანხმებით;
 
დამატებითი პირობა!
 
შემსრულებელი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის საფუძველზე თბილისში 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 საათის განმავლობაში მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი ტიპის დაზიანებაზე, დაადგინოს დაზიანება, უმოკლეს ვადებში მოახდინოს დაზიანების აღმოფხვრა და უზრუნველყოს სისტემების გამართული მუშაობა.
 
ობიექტების  ჩამონათვალი, აგრეთვე გარე  და შიდა  ბლოკების  რაოდენობა იხილეთ  დანართი  N1-ში. 
 
6.2 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის  05 ნოემბერი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.3 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ („ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვა).
6.4 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: 595 901 200; ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@lb.ge; ტექნიკურ საკითხებზე - გიორგი მდივნიშვილი მობ: 551 888 398; ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge