ENG

სს „ლიბერთი ბანკის“ უძრავი ქონების შეფასების, დასკვნების მომზადება-მოწოდების მომსახურების შესყიდვაზე

დასახელება

სს „ლიბერთი ბანკის“ უძრავი ქონების შეფასების, დასკვნების მომზადება-მოწოდების მომსახურების შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

14 ნოემბერი, 2019

აღწერილობა

სს  „ლიბერთი  ბანკი “ აცხადებს  ტენდერს  უძრავი ქონების შეფასების, დასკვნების მომზადება-მოწოდების მომსახურების შესყიდვაზე. 
დასკვნები  უნდა  მომზადდეს შემდეგი  პირობების  გათვალისწინებით:
უძრავი ქონების იდენთიფიკაცია;
უძრავი ქონების საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების დადგენა (ქონების მონახულების და მონახულების გარეშე);
ქონების დასურათება (ქონების მონახულების შემთხვევაში);
დასკვნების მომზადების ბოლო  ვადაა  2019 წლის 15  დეკემბერი;
ქონების  შეფასება  უნდა მოხდეს  2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით;
დასკვნების მომზადების ენა -ინგლისური;
აუცილებელი მოთხოვნა:
შემფასებლის მიერ მოწოდებული შეფასების დასკვნა (რომელშიც შემფასებელი წარმოადგენს შეფასების შედეგებს, დაკავშირებულ ანალიზსა და დასაბუთებას), უნდა მომზადდეს „შეფასების საერთაშორისო სტანდარტების“ (IVS) მიხედვით და  უნდა აკმაყოფილებდეს კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის მოთხოვნებს (ინსტრუქციის დოკუმენტი იხ. დანართ N1-ის სახით).
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ  500 000 ( ხუთასი ათასი) ლარის შემოსავალი (აუდიტორული, საკონსულტაციო, საბუღალტრო და სხვა ანალოგიური საქმიანობიდან) უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯამურად (დღგ-ს გარეშე). აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდეტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს 2016, 2017 და 2018 წლის დღგ-ს დეკლარაციები;
შენიშვნა:  უძრავი  ქონების ჩამონათვალი, ლოკაცია  და  სხვა  საჭირო  ინფორმაცია  მითითებულია დანართ N2-ში (დანართი N2 შევსება  აუცილებელია  სრულად);
 
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 14 ნოემბერი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მიუთითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკის“ უძრავი ქონების შეფასების, დასკვნების მომზადება-მოწოდების მომსახურების შესყიდვა).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე  მობ:  595 901 200, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია უძრავი ქონების მართვის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ აბასაშვილი მობ: 599 574 433, ელ-ფოსტა:  Nikoloz.Abasashvili@lb.ge