დასახელება
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა
14 თებერვალი, 2020
აღწერილობა
სს „ლიბერთი ბანკი “ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
გამოცდილი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს ბანკში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას.
კერძოდ:
• რისკების შეფასება და კონტროლი - ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა;
• რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
• კომპანიის შენობა-ნაგებობების გამაფრთხილებელი ნიშნებით უზრუნველყოფის კონტროლი;
• შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა - შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
• საგანგებო სიტუაციათა მართვის გეგმა - დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, მიწისძვრა...) მოქმედების გეგმა და თითოეული დასაქმებულის ვალდებულება ამ გეგმაში;
• გაზომვითი სამუშაოები - ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა
• შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და ბანკის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
• სასწავლო პროგრამების შემუშავება და ჩატარება;
• შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან ბანკის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა .
ბანკში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა :
• თბილისი - 3000 მდე
• რეგიონი - 3000 მდე
ბანკის მომსახურეობის ობიექტები, სხვადასხვა დანიშნულების ფილიალები და ოფისები :
• თბილისი - სხვადასხვა მომსახურეობის ობიეტი - 104 ერთეული;
• თბილისი - მოძრავი მომსახურეობის ობიექტი (ავტომანქანა) – 10 ერთეული;
• თბილისი - სხვადასხვა დანიშნულების ოფისი - 4 ერთეული;
• რეგიონი - სხვადახსვა მომსახურების ობიექტი - 245 ერთეული;
• რეგიონი - მოძრავი მომსახურების ობიექტი (ავტომანქანა) – 92 ერთეული;
• რეგიონი - სხვადასხვა დანიშნულების ოფისი - 2 ერთეული;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 14 თებერვალი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მიუთითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკის“ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა:Shorena.tavadze@lb.ge;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით;
მომსახურების ჯამური ღირებულება:
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.