დასახელება
Cisco-ს მარშრუტიზატორების შესყიდვაზე
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა
18 თებერვალი, 2020
აღწერილობა
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
სატენდერო დოკუმენტაცია
Cisco-ს მარშრუტიზატორების შესყიდვა
2020 წელი
1. შესყიდვის ობიექტი
1. Cisco-ს მარშრუტიზატორების შესყიდვა
ორ ლოტად ფასების ცხრილისა და სპეციფიკაციების
(დანართი N1) შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი N1) -ის მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12 აეროპორტის მიმდებარედ საწყობში;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
4.2 საქრთველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით;
4.3 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.4 მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF), რომელიც გაცემული იქნება ბანკის სახელზე და მითითებული იქნება შემოთავაზებული პროდუქციის მოდელი/რაოდენობა;
5.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.4 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის
(დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
5.5 პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ერთ ლოტშიც;
5.6 ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 18 თებერვალი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს„ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი. ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია: სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი Cisco-ს მარშრუტიზატორების შესყიდვა).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00; ტექნიკურ საკითხებზე - თენგიზ დოლიძე 596 54 54 44; ელ-ფოსტა: tengiz.dolidze@lb.ge