დასახელება
ტენდერი სათაო ოფისში განთავსებული 4 ერთეული “DIAO” - ს ფირმის ლიფტის დატვირთვის კვლევაზე და განტვირთვისთვის შემოთავაზების მომზადებაზე.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა
20 თებერვალი, 2020
აღწერილობა
სს „ლიბერთი ბანკი “ აცხადებს ტენდერს სათაო ოფისში განთავსებული 4 ერთეული “DIAO” - ს ფირმის ლიფტის დატვირთვის კვლევაზე და განტვირთვისთვის შემოთავაზების მომზადებაზე.
- სართულების რაოდენობა -18;
- ლიფტების რაოდენობა - 4;
- მწარმოებელი კომპანია - “DIAO” (ჩინეთი);
- თანამშრომლების რაოდენობა- 1300-მდე;
- ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74 ;
აუცილებელი მოთხოვნა:
კომპანია ვალდებულია შეისწავლოს შენობაში განთავსებული ლიფტების ტექნიკური შესაძლებლობები, დატვირთვა/მოხმარება და მოამზადოს განტვირთვისთვის პროექტი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 20 თებერვალი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მიუთითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში განთავსებული 4 ერთეული “DIAO” - ს ფირმის ლიფტის დატვირთვის კვლევაზე და განტვირთვისთვის შემოთავაზების მომზადებაზე).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე მობ: 595 90 12 00, ელ-ფოსტა:Shorena.tavadze@lb.ge;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით;
გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის
(დანართი N1) მიხედვით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.