ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე
01 მარტი, 2019
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
სატენდერო დოკუმენტაცია
საკანცელარიო საქონლის შესყიდვა
2019 წელი
1. შესყიდვის ობიექტი
1.1 საკანცელარიო საქონლის შესყიდვა, ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.
1.2 ასევე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პრეისკურანტი (დანართი N2), რომელიც არ იქონიებს გავლენას გამარჯვებულის ფასის გამოვლენაზე. პრეისკურანტი (დანართი N2) წარმოადგენს საქონლის ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს შემსყიდველი დანართი N1-ით გაუთვალისწინებელი საქონლის შესყიდვისას.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
შენიშვნა:
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდებარე საწყობი.
3.2 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდებარე საწყობში, შემსყიდველის მიერ მომწოდებლის ელ-ფოსტაზე წინასწარ გადაგზავნილი ცხრილის მიხედვით, სერვის ცენტრებისთვის დაფასოებულ მდგომარეობაში.
შენიშვნა:
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
4.1 წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან და თანმდევ მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
4.2 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
4.3 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 28 თებერვალი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს„ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი. ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც
მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია,
სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200
7. ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა
7.1 მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბეთი ბანკი“.
7.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუში იქნება უხარისხო და/ან არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტედენტის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან;