ENG

ტენდერი მცენარეებისა და მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვაზე

დასახელება

ტენდერი მცენარეებისა და მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

20 მარტი, 2019

აღწერილობა

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
მცენარეებისა და მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვა
 
 
2019 წელი 
 
 
1. შესყიდვის ობიექტი
1.1 მცენარეების შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.
1.2 პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
  • შენობაში განსათავსებელი სხვა მცენარეების ჩამონათვალი - შესაბამის ფასებთან ერთად; 
  • მცენარის ქოთნების შემოთავაზება - შესაბამის ფასებთან ერთად;
  • მცენარის მოვლის ყოველთვიური მომსახურების შემოთავაზება - შესაბამის ფასებთან ერთად, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში;

 

შენიშვნა: მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იგეგმება 20 ახალი სერვის ცენტრის გახსნა საქართველოს მასშტაბით. თითოეულ სერვის ცენტრში ფართობის შესაბამისად განთავსდება 2 ან 3 ერთეული მცენარე.
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები 
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ წინასწარ მითითებულ მისამართზე;
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
 
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1.ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
 
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება თანამშრომლობის 1 წლიანი ვადით, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 20 მარტი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მიუთითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი მცენარეებისა და მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვაზე).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე  მობ:  595 90 12 00, ელ-ფოსტა:  Shorena.tavadze@lb.ge